ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერის, სვეტლანა ტიხანოვსკაიასა და ოპოზიციის სხვა წევრების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსიის ოპოზიციის ლიდერებს ბრალად ექსტრემისტური დაჯგუფების შექმნა ედებათ.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.