ოპოზიცია უკვე მერამდენედ ახსენებს „ლეგიტიმურ რევოლუციას“, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, ე.წ. მშვიდობიან რევოლუციას. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ბოლოს შეიძლება ოპოზიციონრებმა „ლეგიტიმური მკვლელობები“ განიხილონ მოცემულობად. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს მიაჩნია, რომ რეალურად გაიხსნა ყველა კარტი და შემთხვევითი არ არის გიგა ბოკერიას ფორმულირება „ძალადობრივი, ლეგიტიმური რევოლუციის“ შესახებ.
რომელ რევოლუციას გულისხმობს ოპოზიცია, ამის შესახებ for.ge-ს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე ესაუბრა.
ხელისუფლება ფიქრობს, რომ ბოიკოტის შედეგი ოპოზიციის მარგინალიზაცია იქნება, რადგან ბოიკოტი და ე.წ. ლეგიტიმური რევოლუცია რისკიანი თამაშია. თქვენ რას მოელით და ვის ელის მარგინალიზება?
- აქ რამდენიმე თემა უნდა გავმიჯნოთ, ერთი ის, რომ ბოიკოტი გრძელდება, რადგან არ არის შეთანხმება მიღწეული. სანამ პოლიტიკურ ძირითად საკითხებზე შეთანხმება ბოლომდე არ იქნება მიღწეული, ბოიკოტი გაგრძელდება. ამაზე კიდევ ერთხელ შევთანხმდით ლეიბორისტების მაგიდასთან. მეორე საკითხი, მარგინალიზაცია ვერანაირად ვერ მოხდება, რადგან მარგინალიზაცია გულისხმობს მცირე ჯგუფების მარგინალიზებას. ჩვენ კი მცირე ჯგუფი არ ვართ, ეს არის მილიონზე მეტი ამომრჩეველი, თუნდაც ცესკოს დათვლით, თუნდაც გაყალბებული მონაცემებით. როგორ შეიძლება მილიონზე მეტი ადამიანის მარგინალიზაცია, ან მთელი ოპოზიციური სპექტრის მარგინალიზება?! მით უმეტეს, ახლა სხვა ვითარებაა, სხვა დროა, ყველანაირი მედიატრიბუნა გვაქვს ხალხთან ხმის მისაწვდენად, ამიტომ ამას გამოვრიცხავ. შეიძლება, ძალიანაც უნდოდეს ხელისუფლებას, მოხდეს ოპოზიციის მარგინალიზაცია, მაგრამ ამ განცხადებით ხელისუფლება ისევ და ისევ მიუთითებს, რომ მათ, მაპატიეთ და, ფეხებზე ჰკიდიათ მილიონი ადამიანის და მეტის აზრი ამ ქვეყანაში. გამოდის, მილიონი ადამიანის მარგინალიზაციას ვარაუდობენ ისინი, რაც აბსურდია. ვერ მოხდება ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, რომლებმაც მთლიანობაში 52% მოაგროვეს ცესკოს გაყალბებული მონაცემებითაც კი. ამიტომ უფრო ხელისუფლების მარგინალიზაცია მოხდება.
მესამე საკითხი, ანუ მშვიდობიანი რევოლუცია, აქ არ იგულისხმება რევოლუცია და ძალადობრივი აქტები, ამ შემთხვევაში, სიტყვა „რევოლუცია“ ბრჭყალებში უნდა ვახსენოთ, აქ იგულისხმება იურიდიული ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ უკვე გადავდგით, მაგრამ არც ერთი არ დაკმაყოფილდა და არც განიხილეს. ამ ნაბიჯებს შემდეგშიც გადავდგამთ. ამას ემატება საერთაშორისო საზოგადოების და პარტნიორების ინფორმირება, აქ იგულისხმება დიახაც მშვიდობიანი მანიფესტაციები, აქციები, რამდენადაც ამის საშუალებას პანდემიის სიტუაცია მოგვცემს. ეს არის დემოკრატიის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი, შეიძლება ხვალ ვიხილოთ, რომ კობახიძემ და „ქართულმა ოცნებამ“ მანიფესტაციებიც აკრძალოს, გამოხატვაც აკრძალოს, არც ეს არის გამორიცხული, მაგრამ ეს არის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც გაგრძელდება, როცა ხელისუფლება არანაირ დათმობაზე არ მოდის, როცა იმუქრება, შანტაჟს უწყობს ოპოზიციას, ანტიკონსტიტუციურ კანონებს აანონსებს, ამიტომ რომ იქნება მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტი და მიზანი ოპოზიციის მხრიდან, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის.
ნუ უნდათ, ისე წარმოსახონ ვითარება მთავრობამ და ხელისუფლებამ, რომ რაღაცისთვის ემზადება ოპოზიცია. მოდით, ფაქტებს შევხედოთ, ვინ რისთვის ემზადება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, რომ აგერ არის ჩვენი კომპრომისული წინადადებები, ხელისუფლების მხრიდან არც ეს კომპრომისული წინადადებები გვინახავს, სამაგიეროდ, ვხედავთ დაშინებას, მუქარას, ოპოზიციას არ გაუყალბებია არჩევნები, ხელისუფლებამ გააყალბა, ოპოზიცია არ დამუქრებია „ქართულ ოცნებას“ გაუქმებით, დაჭერით, დაფინანსების შეწყვეტით, პირიქით კი ვნახეთ, ოპოზიციურ პარტიებს გავაუქმებთო, ბოლოს ისიც კი თქვეს, რეგისტრაციიდან მოვხსნით, დაფინანსებას შევუწყვეტთო. შემდეგი ეტაპი რა იქნება, ალბათ, ადამიანების დაჭერა. ამას საზღვარი არ აქვს. დაპირისპირებისკენ მიჰყავს ხელისუფლებას საზოგადოება და არა ოპოზიციას. რაღაცის იქით გადაბრალება უხერხულია, როდესაც ფაქტები სხვა რამეზე მეტყველებს.
თქვენ აღნიშნეთ კომპრომისის შესახებ, მაგრამ ოპოზიციას არ აწყობს 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარება, უფრო ადრე ითხოვენ ისინი ვადამდელის ჩატარებას.
- 2022 წელი ჯერჯერობით არც განიხილება, არ მოსულა ამაზე თანხმობა. ვადამდელი არჩევნები არის ერთ-ერთი ვარიანტი, არ ვიცი, რატომ აიტაცა ყველამ 2022 წელი, ბევრი სხვა ვარიანტი განიხილება, მათ შორის, სერბული მოდელიც, ეს უბრალოდ ლაპარაკის თემა იყო და არ ყოფილა შეთანხმების თემა ამ ხელისუფლების მხრიდან, რომ 2022 წელზე თანახმანი არიან. ვადამდელ არჩევნებს რაც შეეხება, ისინი არაფერზე თანახმა არ არიან, ზუსტად ამიტომ შევთავაზეთ კომპრომისული ვარიანტი პლებისციტით. თუ ორი მხარე ვერ თანხმდება, ვკითხოთ ხალხს, რა არის ამაში ანტიდემოკრატიული, ან როგორ ხსნის „ქართული ოცნება“, რომ არაფერი შეეკითხოს ხალხს? ეს მაშინ, როცა პლებისციტები, რეფერენდუმები ყველა ევროპულ დემოკრატიაშია, განსაკუთრებით, შვეიცარიაში, საფრანგეთში ყოველწლიურად გამოიყენება არა მარტო პოლიტიკური, არამედ სოციალური საკითხების გადასაწყვეტადაც კი. შესაბამისად, ამაზე კომპრომისული რა უნდა იყოს. რისკავს ორივე მხარე, რადგან ხალხმა ჰიპოთეტურად შეიძლება თქვას, არ მინდა ვადამდელი არჩევნებიო, ამ შემთხვევაში, დამარცხებული ოპოზიცია გამოდის. თუ იტყვის ხალხი, გვინდა არჩევნებიო, მაშინ ჩავატაროთ, ორივე მხარისთვის ეს კომპრომისულია, როგორც მოგების მიღების, ასევე, დამარცხების კუთხით. ის, რომ ჩვენ ახლა ლეგიტიმაცია მივცეთ ამ არჩევნებს და ვთქვათ, კი ბატონო, ყველაფერი კარგად ჩატარდა, ამას არ მიიღებს არც ჩვენი საზოგადოება, არც ოპოზიცია. ამიტომ კომპრომისი უნდა ვეძებოთ. ალბათ, ამ მუქარების ფონზე დაჭერებზეც გადავლენ და ამასაც „გააპრავებენ“.
მამუკა ხაზარაძე ოპოზიციას ურჩევს, სიტყვა „რევოლუცია“ ამოიღონ ლექსიკონიდან. ეს სიტყვა ხომ არ არის დამაბნეველი, ანუ წითელი ხაზი, რაც ელჩებსაც აფრთხობთ?
- კი ბატონო, „სტრატეგია აღმაშენებელიც“ ვეთანხმებით, რომ ასეთი სიტყვები უნდა ამოვიღოთ, რადგან, რაც არ უნდა მშვიდობიანი ვუწოდოთ, რევოლუციაში იგულისხმება ევოლუციური ცვლილებები, რომ ხელისუფლება წამოვა დათმობაზე, მაგრამ, რადგან ხელისუფლება ამ სიტყვას იყენებს მუქარისთვის, რადგან პარტიების გაუქმება მათ არ სჭრით ყურს და მშვიდობიანი რევოლუცია სჭრით ყურს, ამიტომ ნუ მივცემთ ამას სათქმელად ხელისუფლებას. ნუ მივცემთ საშუალებას, ამაზე მოგვედავონ. მით უმეტეს, ყველა ოპოზიციური შეხვედრის მონაწილე ვარ მეც, ჩემი კოლეგებიც და არსად არასდროს არავის უთქვამს რევოლუციურ სცენარზე ან პირდაპირ, ან ირიბად, ან გადაკვრით, ამიტომ ეს სიტყვა ამოვიღოთ ლექსიკიდან, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ წამოიყვანს მნიშვნელოვან დათმობაზე, უნდა გაგრძელდეს, ამაზე ოპოზიცია იმუშავებს, რადგან მშვიდობიანი პროტესტი კანონიერების ფარგლებში დაშვებულია. საბოლოო ჯამში, შეიძლება ესეც აკრძალოს „ქართულმა ოცნებამ“, მაგრამ ეს არის დემოკრატიული მეთოდი. ამ მეთოდებს გამოვიყენებთ, მაგრამ ეს არანაირ რევოლუციას არ ნიშნავს. ხელისუფლება წამოვა დათმობაზე და ნამდვილად იქნება ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნები, სამართლიანი წესებით.
შეიძლება, პირადად თქვენ არ ფიქრობდეთ რევოლუციაზე, მაგრამ, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, სხვა დანარჩენი გზა, ანუ მოლაპარაკების ალტერნატივა ერთადერთია - ქვის სროლა…
- არ ვეთანხმები ამაში, მზად ვართ მოლაპარაკებისთვის, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“ და კიდევ ერთი კვირა ველოდებით შემხვედრ ნაბიჯს, მაგრამ მოლაპარაკების პარალელურად მშვიდობიანი აქციები იქნება. რატომ არის ეს ქვის სროლა? ევროკავშირის ქვეყნებში მშვიდობიანი დემონსტრაციები არ არის ქვის სროლა და ჩვენთან რატომ არის? ან სად ნახეს, რომელ აქციაზე, ქვების სროლა დაეწყო ოპოზიციას? იმავე ნოემბერში ხომ იყო ორი დიდი აქცია, მე მგონი, არსად ქვები არ უსვრიათ. ამიტომ ოპოზიციის დემონიზაცია, ოპოზიციური ამომრჩევლის შეთქმულების თეორია ეს არის ხელისუფლების ნარატივი, ხელისუფლების გზავნილი. ამას არ უნდა ავყვეთ და მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია მოსახლეობას, რომ არავინ ქვის სროლას არ აპირებს, ქვას ისვრის და ოპოზიციას დაჭერით და პარტიების გაუქმებით ემუქრება ხელისუფლება. სხვათა შორის, ფასილიტატორებმაც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც დაინახა, რამდენად დესტრუქციულ განცხადებებს აკეთებს და ასეთივე ქმედებებს ახორციელებს „ქართული ოცნება“.
ევროპული საქართველოს ხვად აქტივისტს ბავშვობაში საკუთარი მამა ხრწნიდა, კერძოდ - ცოცხს უკეთებდა. ევროპული საქართველოს ხვადი აქტივისტი წევრის პირველი და უკანასკნელი სასქესო პარტნიორი ქალი იყო საკუთარი დედა.
როდესაც ევროპული საქართველოს ხვადი აქტივისტი თანამდებობაზე გაიჩითა (და სხვათა შორის, დღეს ძალიან ბევრ სახელმწიფო სტრუქტურაში სწორედაც რომ ევროპული საქართველოს ხვადი აქტივისტები არიან თანამდებობებზე), მას გაუჩნდა ამბიცია, რომ იყოს მაჩო. ამისათვის ის ცდილობს, გაიჩინოს სასქესო პარტნიორი ქალი. მაგრამ რადგან საკუთარი დედის გარდა სხვა ქალთან არ ჰქონია სექსი, ამიტომ უჭირს ქალის ამოცნობა და ქალებს მხოლოდ შარდის სუნით ცნობს. ამიტომაც ევროპული საქართველოს ხვადი აქტივისტის სასქესო პარტნიორი (მათ შორის - ცოლი) არის შარდის სუნით აყროლებული ქალისმაგვარი მაიმუნი.
საინტერესოა რომელ ნოემბერზე ლაპარაკობს. ცსკო-სთან, ნოემბერში თუ ამას ქვის სროლა არ უნახავს მაშინ კომენტარი ზედმეტია. რა ქნას არ უნახავს და!
ეს ხომ გუშინ ჩამოვიდა მარსიდან.
ისე, ვინ იყო ეს აქამდე?