მედია: ეთიოპიის დედაქალაქში მიტოვებული ბომბის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

მედია: ეთიოპიის დედაქალაქში მიტოვებული ბომბის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ეთიოპიის დედაქალაქში, ადის-აბებაში მიტოვებული ბომბის აფეთქებას 3 ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი, ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ინციდენტი ლიდეტას რაიონში, ეთიოპიის ცენტრთან ახლოს მოხდა და აფეთქებას 3 უსახლკარო ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 5 კი დაშავდა.

აფეთქება ჩრდილოეთ ტიგერის რეგიონში, ფედერალურ ძალებსა და რეგიონალურ მთავრობას შორის, ექვსკვირიანი კონფლიქტის ფონზე მოხდა.