გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობაში ფუნდამენტური ცვლილებები არ არის. გარდა იმისა, თუ გავითვალისწინებთ, რომ იხილება კულტურის სამინისტროს გამოყოფის საკითხი და იუსტიციის მინისტრის ვაკანტურ თანამდებობა. პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ, საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, მე–10 მოწვევის პარლამენტს სამთავრობო პროგრამა – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა. პროგრამასთან ერთად გახარიამ პარლამენტს სამთავრობო კაბინეტის შემადგენლობაც წარუდგინა.
მომავალი მინისტრთა კაბინეტის ახალი სახე მხოლოდ იუსტიციის მინისტრია. თუმცა, უწყებისთვის ახალი სახე არ არის თავად გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ამ დრომდე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობს. აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძის კანდიდატურა ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ არის წარდგენილი და იმ შემთხვევაში, თუკი ჰააგის სასამართლომ მხარი დაუჭირა ლორთქიფანიძის კანდიდატურას, ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის მინისტრის სავარძელი ძალიან მალე ისევ ვაკანტური გახდება.
მე–10 მოწვევის პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა 21 დეკემბერს დაიწყება და 24 დეკემბერს, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრით დასრულდება. მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი პარლამენტის ბიუროს წარედგინა. ბიურომ განრიგი შეიმუშავა, რომლის მიხედვით, მოსმენები კომიტეტებში 21 დეკემბერს დაიწყება და თემატურად კომიტეტების გაერთიანებული სხდომები გაიმართება. 23 დეკემბერს მთავრობის წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა ფრაქცია „ქართული ოცნების“ ფორმატში გაიმართება, ხოლო 24 დეკემბერს პლენარულ სხდომაზე ნდობის მისაღებად გავა.
რაც შეეხება სამთავრობო პროგრამას – „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ ძირითადი მიზანია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა, სტრუქტურული რეფორმების გაგრძელება. პარალელურად, ქვეყანა გააგრძელებს დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ ნაბიჯების გადადგმას და საგარეო ასპარეზზე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას.
პროგრამის თანახმად, შემდგომი წლების ძირითადი ამოცანა იქნება ქვეყნის ინსტიტუციური, ეკონომიკური და სოციალური მომზადება 2024 წელს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისთვის განაცხადის გაკეთებისთვის. აღნიშნული მიზნებიდან გამომდინარე, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და განვითარების, ასევე ძლიერი, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება შემდეგ ოთხ საკვანძო მიმართულებაზე: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები; ეკონომიკური განვითარება; სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.
თითოეული საკვანძო მიმართულება მოიცავს მთავრობის გაწერილ ხედვას და კონკრეტულ სამოქმედო ნაბიჯებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ სამთავრობო პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი. მე–10 მოწვევის პარლამენტში მთავრობას ნდობას ოპოზიციის დასწრების გარეშე გამოუცხადებს. პარლამენტის ვიცე–სპიკერის დავით სერგეენკოს განცხადებით, ოპოზიციის არყოფნა, რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, იქნება კრიტიკული კითხვები.
„ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც მთელი მსოფლიო ძალიან რთულ პერიოდს გადის და ჩვენ არ გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ პოზიციის ეტიკეტის გამო არ დავსვათ კრიტიკული კითხვები. მე ვფიქრობ, კრიტიკული კითხვები აუცილებლად იქნება და რა მიმართულებით და რა ფორმატით, მე ეს ვნახე მაშინ, როცა 8–ჯერ მოხდა ისე, რომ პარლამენტში მამტკიცებდნენ მინისტრად. ჩემთვის კარგად ცნობილია ეს ფორმატი. ოპოზიციის არყოფნა რა თქმა უნდა, ნაკლებ მუხტს დატოვებს ამაში, მაგრამ ეს არ იქნება დითირამბების მიძღვნა, ნამდვილად იქნება კრიტიკული და საქმიანი კითხვები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განმარტებით, მთავრობის შემადგენლობაში მინისტრების სახით პროფესიონალი კადრები ჰყავთ და ამ ეტაპზე მათი ჩანაცვლების საჭიროება გიორგი გახარიამ ვერ დაინახა, რაც მისი თქმით, სწორი გადაწყვეტილებაა.
„საქართველოს მთავრობაში არიან პროფესიონალი კადრები. რაც შეეხება იუსტიციის მინისტრად გოჩა ლორთქიფანიძის კანდიდატურას, ალბათ, არაერთხელ მოგისმენიათ, მისი კვალიფიციური გამოსვლები. ვფიქრობ, რომ ის იქნება ძალიან კარგი მინისტრი და მისთვის უცხო არ არის იუსტიციის სამინისტრო, გარემო, სადაც ის გააგრძელებს მინისტრის რანგში მუშაობას.
გვყავს პროფესიონალი კადრები. იცით, რომ ძალიან მძიმე პერიოდში, რომელიც პანდემიის ფონის გამოა ქვეყანაში, მათ შეძლეს, რომ კრიზისული მენეჯმენტი ეფექტიანად განეხორციელებინათ. ისინი არიან პროფესიონალები და მათ ჩვენი გუნდის მხარდაჭერა ექნებათ. ზოგადად, როცა ყველა ქვეყანას და ჩვენს ქვეყანას პანდემიის გამო მძიმე პერიოდი უდგას, ამ დროს რაიმე ძირეულ ცვლილებებზე ისედაც არ ფიქრობენ, მაგრამ ამ შემთხვევაში, პროფესიონალ კადრებთან გვაქვს საქმე, რომელიც ამ მენეჯმენტს კარგად უძღვებიან“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის შეფასებით, იგივე კაბინეტის წარდგენა და მომავალში ერთპარტიული პარლამენტის მიერ ამ კაბინეტის დამტკიცება, კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი არაფრის სწავლას არ აპირებს.
„კაბინეტს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ფიგურები, რომლებმაც შეცვალეს წულუკიანი და სხვა ოდიოზური პირები, უბრალოდ ნომინალური ფიგურები არიან და რეალურად, ამ მთავრობას, არც უნარი შესწევს და არც სურვილი, რომ რაიმე გამოასწოროს, რომელიმე კრიზისი დაძლიოს, ან პოლიტიკური, ან ეკონომიკური ან ჯანდაცვის კრიზისი. ამრიგად, ამ მთავრობის სერიოზულად აღქმა იქნება ძალიან რთული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, რომლის შეფასებით, შეიცვლება თუ არა მთავრობის შემადგენლობა, ეს პრემიერ–მინისტრის პრეროგატივა არის და, როგორც ჩანს, გახარია დადებითად აფასებს მოქმედ მთავრობას, არ ჩათვალა საჭიროდ, რომელიმე მინისტრი შეეცვალა.
„მართალი მიდგომაა. ეს მისი შესაფასასებელია, ვნახოთ განხილვის დროს რა გამოიკვეთება. ძალიან დიდი ალბათობით, პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის კანდიდატებს. მაგრამ მთავრობის შემადგენლობის განხილვის დროს პარლამენტში ოპოზიციის არყოფნა, რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი. მაგრამ ამ ოპოზიციის მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მთავრობას არ ჰქონია და არც ახლა ექნება. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, ბევრი არაფერი იცვლება. უბრალოდ, ოპოზიციამ საკუთარ თავს მოუსპო შესაძლებლობა, რომ ალტერნატივები წამოეყენებინა, ოპონირება და დისკუსია გაეწია ცალკეულ ხედვებთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ეს არის სამთავრობო პროგრამა, რაც მთავრობის შემადგენლობასთან ერთად წარედგინება პარლამენტს და რა თქმა უნდა, ოპოზიციის როლი აქ უმთავრესია.
სხვა საკითებთან ერთად, მთავრობის პროგრამაში საუბარია უმთავრეს საკითხზე –ეს არის ევროპული ინტეგრაცია და 2024 წლისთვის განაცხადის გაკეთება ევროკავშირის წევრობაზე. როგორ უყურებს ოპოზიცია ამ მიმართულებას, არ გამოჩნდება პარლამენტში. რა საკვირველია, ეს არის დასანანი და არცთუ კარგი ქვეყნისთვის. ჩვენ არ ვიცით რა მიდგომები არსებობს ქართულ პოლიტიკაში, გარდა მმართველი გუნდისა, რასაც მთავრობა წარადგენს და გააკეთებს“, – აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
პოლიტოლოგ სოსო მანჯავიძის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ პრეტენზიები ყოველთვის არის, მაგრამ პერსონების განუწყვეტლივი ცვლა, როცა პრინციპულად არ იცვლება კურსი, არასტაბილურობის და ახალი პრობლემების გარდა, სხვას არაფერს არ ქმნის.
„უამრავი საკითხებია და მე პირადად სხვა შეხედულება მაქვს პრიორიტეტებთან დაკავშირებით. მაგრამ რაც შეეხება პერსონებს, რაზეც მუდმივად არის საუბარი, ვის როგორი გარეგნობა აქვს, ვინ, ვის რას უპასუხებს დებატებში, ამის მიხედვით არის სიმპათია-ანტიპათია, ეს ძალიან არაჯანსაღი მოვლენაა.
სინამდვილეში ხშირად ხდება ისე, რომ საქმის მკეთებელი ადამიანი, როგორც წესი ხდება თავდასხმის ობიექტი. ისინი ვისაც ეხერხება ეს პიარი და თავისი თავის კარგად წარმოჩენა, ხდებიან პოპულარულები. საზოგადოებრივი აზრი ძალიან ზედაპირულია და სიღრმეში არ იყურება, ხოლო რა ხდება უწყებაში, როგორ მუშაობს და ა.შ. ეს არის პრობლემა“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.
რაც შეეხება მთავრობის შემადგენლობას, პოლიტოლოგი თვლის, რომ მიუხედავად მისეული სიმპათია-ანტიპათიისა, ჯობია იგივე მინისტრები იყვნენ - „გარკვეულები ვართ მაინც“. „მინისტრები ისე მოდიან, რომ კომპეტენტურები არ არიან იმ საქმეში, რომელსაც უნდა გაუძღვნენ. ყველაზე ნაკლები 7–8 თვე სჭირდება კომპეტენტურ ადამიანს, რომ საქმეში შევიდეს. ჩვენ რა პრაქტიკა გვაქვს? - ადამიანი გარკვეულ კომპეტენციაში შედის, ამ დროს მოხსნიან და ახალ არაკომპეტენტურს დააყენებენ, რომელიც ასევე ისწავლის რაღაცას და მერე მოხსნიან. ეს არის მუდმივი პროცესი. მე არ ვიძახი, რომ აუცილებლად ხელშეუხებელი უნდა იყვნენ, მაგრამ საერთოდ მთავრობის ხშირ ცვლას უმძიმესი შედეგი მოჰყვება ხოლმე.
მეორე საკითხია, რომ მიდგომა უნდა იყოს სწორი, პროფესიონალები უნდა გვყავდეს, ეს ნეპოტიზმი და ინტერესთა ჯგუფების ურთიერთდახმარებით თანამდებობებზე გაყვანა აღმასრულებელ თუ საკანონმდებლო ხელისუფლებაში, რა თქმა უნდა, უარყოფითი მოვლენაა. ეს სხვადასხვა პროპორციით მთელს მსოფლიოშია და ჩვენც, რა თქმა უნდა, არა ვართ გამონაკლისი“, – ამბობს სოსო მანჯავიძე.
ჰო მართლა, აი იმ ნაცისტ ხვადს, რომელმაც სამსახურიდან გამაგდო, სკოლაში სწავლისას ტაკუნებში პლანს შეტენიდნენ ხოლმე და ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაჰქონდა. თუ დააგვიანებდა ხოლმე, მაშინ მაგრად სცემდნენ და პირში აძლევდნენ პრეზერვატივის გარეშე. ხოლო იმ ნაცისტ ხვადს, რომელმაც სასწავლებლიდან გამრიცხა, ხშირად პოულობდნენ ხოლმე სასწავლებლის აუდიტორიებში ბოიფრენდთან ერთად, მაგრამ ახლა სასტუმროს ქირაობს ხოლმე და ლამაზ-ლამაზი ბიჭები აჰყავს ხოლმე იქ.
სოდომი უფრო ახლოა, ვიდრე თქვენ გგონიათ.
მადლობა ბატონო გახარია, რომ არსებობთ.