მილანში ბოლო 500 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ინსტიტუტი ავრცელებს.
ლომბარდიის დედაქალაქში 3.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი მილანიდან 6 კილომეტრის დაშორებით მდებარეობდა. მიწისძვრის კერის სიღრმემ 56 კილომეტრი შეადგინა.
როგორც მილანის სახანძრო სამსახურში განაცხადეს, მიწისძვრას მსხვერპლი ან ნგრევა არ მოჰყოლია.
იტალიაში მოქმედი სეისმურად სახიფათო ზონების კლასიფიკაციის თანახმად, მილანის რაიონი მესამე კატეგორიას მიეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სერიოზული მიწისძვრის ალბათობა შეფასებულია, როგორც დაბალი.