2015 წელს პარიზში მომხდარი ტერაქტის საქმეზე სასამართლომ 14 ბრალდებული დამნაშავედ სცნო.
ბრალდებულებს ბრალი ედებოდათ დანაშაულებრივ ქსელში წევრობასა და ტერაქტში თანამონაწილეობაში.
სასამართლომ ალი რიზა პოლას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ბრალი ედებოდა ტერორისტულ დანაშაულში თანამონაწილეობაში.
30 წლით თავისუფლების აღკვეთა ასევე მიესაჯა ერთ-ერთი ტერორისტის მეუღლეს, ჰაიათ ბუმედიენს. მას ბრალი ედებოდა დანაშაულებრივ ტერორისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობასა და ტერორიზმის დაფინანსებაში. მედიის ინფორმაციით, ჰაიათ ბუმედიენი 2015 წელს სირიაში გაიქცა.
2015 წლის 7 იანვარს „შარლი ებდოს“ რედაქციაში ორი ტერორისტი, ძმები შარიფ და საიდ კუაშები შეიჭრნენ, რომლებმაც რედაქციის ცხრა თანამშრომელი და დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს.