საფრანგეთში კორონავირუსის გამო გამოცხადებული საყოველთაო „ლოქდაუნი“ე.წ. ღამის კომენდანტის საათმა ჩაანაცვლა.
მოქალაქეებს 20:00-დან 06:00-მდე სპეციალური ნებართვის გარეშე გარეთ გასვლა ეკრძალებათ. შეზღუდვა შობის ღამეს მოიხსნება, თუმცა ახალი წლის ღამეს ძალაში დარჩება.
პანდემიის გამო დახურული ბარები და რესტორნები ქვეყანაში 20 იანვრამდე არ გაიხსნება. კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით საფრანგეთი მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.