ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს ტერორისტი უწოდა. Al Jazeera-ს ინფორმაციით, ამის შესახებ მან ტელემიმართვაში განაცხადა.
„ზოგიერთები ამბობენ, რომ ჩვენ ჯო ბაიდენის გამარჯვებამ გაგვახარა. ეს ასე არაა, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ იმით, რომ ტრამპი მიდის. ის ადამიანებს კლავდა და ტერორისტი იყო. გარდა ამისა, დონალდ ტრამპი ირანში ვაქცინის იმპორტს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა როუჰანიმ.
ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა.
3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.