სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს

სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია მიიჩნევს, რომ ბელარუსის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაფართოვდეს, ხოლო ბელარუსის მხარდაჭერის საკითხში გერმანიამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„ოპოზიცია მადლობას უხდის ევროკავშირს ბელარუსის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის, თუმცა შემზღუდავი ზომების ჩამონათვალი მცირეა. საჭიროა სანქციების გაფართოვება. მხარდაჭერის ბევრ სიტყვებს ვისმენთ, მაგრამ საქმე გვჭირდება. გვსურს გერმანიას მოვუწოდოთ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს ბელარუსის საკითხში“, - აღნიშნა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ.

დღეს სვეტლანა ტიხანოვსკაია გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდება.

6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.

საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.