აშშ-ის გენერალური პროკურორი, უილიამ ბარი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ახლახან გავმართე ძალიან კარგი შეხვედრა გენერალურ პროკურორთან, ბილ ბართან. ჩვენი ურთიერთობები ძალიან კარგია, მან კარგი სამუშაო გასწია! გადადგომის შესახებ განცხადების თანახმად, ის თანამდებობას შობის წინ დატოვებს, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობას, უილიამ ბარის პირველი მოადგილე, ჯეფ როზენი შეასრულებს.
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში უილიამ ბარი გენერალური პროკურორის პოსტს 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა.