საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება, ოპოზიიცის გარეშე, ოფიციალურად ცნობილია. ასევე კენჭი უყარეს საქართველოს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილებას. დეპუტატებმა ერთიან სიას უყარეს კენჭი.
საკითხს მხარი დაუჭირა 87-მა დეპუტატმა. პარლამენტმა საკუთარი გადაწყვეტილებით ცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რომელთა შორის არის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიც, რომლებიც სხდომას არ ესწრებოდნენ, თუმცა მედიასთან სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებდნენ.
ოპოზიციაში სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა და დაპირისპირების ცეცხლმა ახლა „რესპულიკურ პარტიასა“ და ევროპელებს შორის იფეთქა. „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის შემდეგ გიგა ბოკერიას დავით ბერძენიშვილი უპირისპირდება. ცნობილია, რომ ნაციოანლების პარტიაში ბლოკის სახით შემავალმა რესპუბლიკელებმა, რომლებსაც 2 მანდატი აქვთ, განცახდების დაწერაზე ჯერჯერობით თავი შეიკავეს. მანდატზე უარს ასევე მოლაპარაკების დასრულებამდე „გირჩიც“ არ აპირებს. თუმცა როგორც აღმოჩნა, ნაციოანლების დეპუატტების ნაწილსაც მანდატზე უარი განცახდების სახით ჯერჯერობით არ უთქვამთ. ასევე არავის გამოპარვია ის ფაქტიც, რომ პარტიის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე საერთოდ არ გამოჩენილა. ვრცელდება ხმები, რომ ის საერთოდ, პარტიიდან და პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. აღმოჩნდა, რომ მანდატებს ხევენ ის ადამიანები, რომლებსაც მანდატი ისედაც არ აქვთ. ხოლო ვისაც აქვს, მათმა დიდმა ნაწილმა უარის თქმაზე თავი შეიკავა.
ოპოზიციური პარტიების ნაწილმა ცესკოდან საარჩევნო სიები უკვე გამოითხოვა. ახლა დარჩენილია მიმართვა პარლამენტისთვის, რომ უფლებამოსილება შეუწყდეთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც უარს ამბობენ საქმიანობის გაგრძელებაზე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კი მოუწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს, რაც შეიძლება სწრაფად მიმართონ პარლამენტს ამგვარი განცხადებით.
„როდესაც შემოვა „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული დეპუტატების მხრიდან განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, ეს განცხადება, რა თქმა უნდა, დაკმაყოფილდება. ასევე, მოვუწოდებ მათ, ნუ გაახანგრძლივებენ უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადების შემოტანას, დროზე შემოიტანონ ეს განცხადება ნაციონალებმა საქართველოს პარლამენტში, ნუ თამაშობენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით ბერძენიშვილი კი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაწელვა ვერ გაახანგრძლივებს მისი პარტიის არჩეული წევრების დეპუტატობას.
როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, მის პარტიას ყველაზე მეტად „ევროპული საქართველო“ ერჩის. როგორც ბერძენიშვილი აცხადებს, მის პარტიას ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულად არ მიაჩნია, ამიტომაც ჯერჯერობით მანდატზე უარის თქმა მოლაპარაკების დასრულებამდე არასწორად მიაჩნია.
„გიგა იწყებს და კვლავ აგებს, ყველაზე მეტს ევსაქები გვერჩიან რესპებს. დღეს ჩვენი ბლოკის სიის ჩახსნის განცხადება შედის ცესკოში. იმ სიაში არის რესპი გოგი სორდია. ისიც ჩაიხსნა. ცხადია, რესპუბლიკელების დასტურით.
ნიკა მელიამ ბევრჯერ გაიმეორა დღეს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ რესპები არ შევლენ პარლამენტში. ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მანაც და ყველა სხვამ ენმ-დან მყარად იცის, რომ მოლაპარაკების გაწელვის შემთხვევაში, თუ ენმ-ს დეპუტატებს შეუწყვეტენ უფლებამოსილებას, მომენტალურად ამუშავდება რესპების განცხადების 1- ლი პუნქტი. ხათუნა და თამუნა გამზადებული განცხადებით მოითხოვენ პარლამენტიდან მათი სადეპუტატო უფლებამოსილების დაუყოვნებლივ შეწყვეტას. მაგალითად, თუ ენმ-ს დეპუტატები დეკემბერში აღარ იქნებიან დეპუტატები „ოცნების“ დეპუტატების კენჭისყრის შედეგად, მაშინვე წავლენ რესპებიც პარლამენტიდან ოფიციალურად.
მარტივია. გასაგებია. მოლაპარაკებების გაწელვა ვერ გაახანგრძლივებს რესპების დეპუტატობას. ახლა ბლოკის იმ 36-მა დეპუტატმა უნდა დაწეროს განცხადება პარლამენტიდან გასვლაზე. 17- ში აპირებენ შეტანას ნაციონალები. ერთი კვირის მერე. მერე პარლამენტში იქნება პროცედურები. ამასობაში გაგრძელდება მოლაპარაკებები. ევსაქებიც კი ვერ იტყვიან უარს მოლაპარაკებებზე. ნაციონალები და ყველა სხვა პარტია გამოთქვამს მზადყოფნას.
რესპებმა ჩვენი განცხადებით მოლაპარაკებების პრიორიტეტს გავუსვით ხაზი დილიდან. არ გვქონია ინსტრუქცია აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებისგან... ამჟამად. ყველაზე მეტს სწორედ ევსაქები გვერჩიან დღეს რესპებს. მიაქციეთ ამას ყურადღება. და წყალში ეყრებათ მერამდენედ. ვეღარ გამოიყენეს ენმ. ერთი-ორი დაბნეული ნაცი ახლა უკვე უკეთ ინფორმირებულია. ზოგს მეტი სიცხადისთვის ცოტა მეტი დრო დასჭირდა.
მადლობა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბევრ აქტივისტს, ვინც დაგვიცვა თავიდანვე თუ მოგვიანებით.
რაც უფრო მეტად გავაჟღერეთ საჯაროდ პარტიის ხელმძღვანელებმა - თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ პირველ რიგში, ჩვენი პოზიცია, რომ არაფრით არ ვიქნებით ენმ-ს დეპუტატების გარეშე პარლამენტში და ამასთანავე, ელჩების ხელშეწყობით მოლაპარაკებების რესურსი ამოწურულად არ მიგვაჩნია, რომ მეტი ოპტიმიზმი გვაქვს, ვიდრე შესაძლოა ზოგ სხვა პარტიას, მით უფრო შემცირდა ორკესტრირებული შემოტევაც. მარტივია“, - წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.
„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ ოპოზიციის მიერ მოწყობილი საჯაროდ ხელის მოწერით მანდატებზე უარის თქმა სიყალბეა. იოსელიანი აცხადებს, რომ თუკი მოლაპარაკებას მხარს უჭერ, მაშინ მანდატებზე უარი არ უნდა თქვა. თუ უარს ამბობს, მაშინ მოლაპარაკების მაგიდასთან არ უნდა იჯდე. მისივე განცხადებით, მათ დაინახეს რეალური საფრთხე და კონკრეტული ძალა, რომლის სურვილიც ამ მოლაპარაკების ჩაშლა იყო.
„ჩვენ დროზე ხმა რომ არ ამოგვეღო, უკვე შეთანხმებაზე მიღწევაც კი ღალატად გამოცხადდებოდა. ჩვენ ხომ შიგნიდან კარგად ვხედავდით პროცესები საითაც მიდიოდა. დღეს რეალურად მე და ალეკომ კრიტიკის იმხელა ნიაღვარი დავისმახურეთ და ისეთი ტალღა მოგვხვდა, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდით. თუმცა ამოცანა რაც უნდა შევასრულოთ, ესაა არჩევნების და მოლაპარაკების გადარჩენა. ეს ყველაფერი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვიღაცის პარტაქტივი რა სიბინძურეს დაგვაბრალებს. სურათი ძლიან მარტივად არის, ჩვენ გვინდა პოლიტიკური კრიზი განვმუხტოთ.
ქვეყნისთვის ახლა ერთადერთი გამოსვალი მოლაპარაკებაა. ამ მოლაპარკების პროცესზე იმ განწყობით უნდა მივიდეთ, რომ შედეგი მივიღოთ. თუ არ გვინდა, მაშინ ხალხს ნუღარ ვატყუებთ. ეს რა პერფორმანსი ვნახეთ, ვითომ მანდატებზე უარის თქმა, ეს არის სიყალბე. მე თუ ხვალ მოლაპარაკების მაგიდასთან ვჯდები, მაშინ მანდატს რატომ ვტოვებ?! ანუ, თუ მოვილაპარაკებ მერე ისევ კობახიძესთან მივდივარ მანდატის გამოსართმევად? ეს არის აბსურდი. ვინც ამას აკეთებს, ისევ უკან მისვლა მოუწევთ მანდატების სათხოვნელად. ამავე დროს ეს ელჩებისთვისაც გზავნილია, რომ მათი მონაწილეობა არაფერს არ ნიშნავს. პერფორმანსების დრო ახლა არ არის“, - აცხადებს იოსელიანი for.ge-სთან.
მისივე თქმით, ყველა ის ადამიანი ვინც ამ პერფორმანსში მონაწილეობა არ მიიღო, სიტუაციას სახელმწიფოებრივად უყურებს. ამიტომ იოსელიანი მოლაპარაკების გაგრძელების ალტერნატივას ვერ ხედავს. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპელების გარდა ისინი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუკრიტიკებია. ამიტომაც ამით კარგად გამოჩნდა, რომ დეპუტატების დიდი ნაწილი იქ მისული არ იყო. იოსელიანი ამბობს, რომ ხელმოწერაზე თავად ნაციონალების თავმჯდომარე არ იყო და, დიდი ალბათობით, მათი სიის ნახევარზე მეტს პარლამენტში შესვლა უნდა. მისი აზრით, მოლაპარაკებები თუ შედგა პარლამენტში არამარტო ის ადამიანები შევლენ, ვინც ხელი არ მოწერა, არამედ ისინიც, ვინც საჯაროდ ეს ხელმოწერა გააკეთა. ამიტომაც იოსელიანი ყველაფერს ამას ერთი კონკრეტული ძალის მიერ დადგმულ მასკარადს უწოდებს.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძე იქ არის სადაც უნდა იყოს და მისი როლი ელჩებთან მოლაპარაკებებია. ამიტომაც მისი ამ დღეებში არგამოჩენა არანაირ კითხვებს არ უნდა ბადებდეს. ის ყველანაირად ცდილობს, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. სამადაშვილი უარყოფს იმ ფაქტს, რომ ნაციონალების ნაწილმა მანდატებზე განცხადება არ დაწერა, მისი თქმით, ყველა მათგანმა ეს გადაწაყვეტილება მიიღო.
„პარტიას ბევრი ლიდერი ჰყავს და არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ ყველა ამ ხელმოწერაზე მივსულიყავით. პარლამენტში არშესვლაზე განცახდება ყველამ დაწერა. რაც შეეხება რესპუბლიკელებს, მათ გადაწყვიტეს, რომ იმის დემონსტრირებისთვის, რომ მოლაპარაკებას გულშემატკივრობენ, მანდატებზე უარი ჯერჯერობით არ თქვან. რაც შეეხება ვაშაძეს, ის ისევ იქ არის, სადაც იყო და მოლაპარაკების წარმატებით დასრულებისთვის ყველაფერს აკეთებს. იქაა, სადაც თავს კომფორტულად გრძნობს. მე მგონი ელჩებიც დაიღალნენ და ორივესთვის გზავნილი იყო, რომ თუ მოლაპარაკება გინდათ გავაგრძელოთ, თუ არა და არა. დღესაც კატეგორიულად არ გამოვრიცხავ, რომ მოლაპარაკება არ გაგრძელდეს.
ოპოზიცია პარლამენტში შესვლით არსებულ სიტუაციას ვერ შეცვლიდა. არსებობს მოსაზრება, რომ ვიბრძოლოთ ყველგან. მაგრამ ახლა აუცილებელია, რომ „ოცნება“ ვაიძულოთ თამაშის წესები შეცვალოს. არ შეიძლება გამოხვიდე დამემუქრო და მეორე მხრივ მითხრა, რომ მოლაპარაკება მინდა. ჩემი აზრით, დიპლომატებმა რისკები არასწორად შეაფასეს და შეცდომა აქ დაუშვეს. ჩემი შეხედულებით, მათ სიტუაცია ვერ შეაფასეს და არ ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში განხეთქილება იქნება. პოლტიკური რისკების შეფასება არასათანადო მიმართულებით მოხდა“, - აცხადებს სამადაშვილი for.ge-სთან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძეს ჰქონდა მოსაზრება, იქნებ მოლაპარაკებამდე სიების ჩახსნა არ მომხდარიყო. თუმცა საბოლოოდ მან მაინც სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა მოლაპარაკების გაგრძელების მომხრეა.
„გიორგის ვალდებულება ჰქონდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღოთ და მან ეს ძალიან კარგად ახსნა და ყველამ გაიგო. ახლა საკმაოდ რთული ვითარებაა, მაგრამ ბუნებრივი და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ ცუდსა და უარესს შორის აღმოვჩნდით. მოსახლეობამ გვთხოვა, რომ მათი ხმები დავიცვათ. თუ მანდატს ვერ გამოვიყენებთ, მაშინ რად გვინდა? დიალოგი კი უნდა გაგრძელდეს. ეს მანდატზე რა ხელს გვიშლის. კობახიძის განცხადებამ დიალოგი საერთოდ მოკლა. შესვლაზე ყოველთვის ერთი აზრი გვქონდა. უბრალოდ, სიების ჩახსნა დავაჩქარეთ. გიორგი ფიქრობდა, ახლა რომ ჩავხსნათ, დიალოგს ხომ არ მოვკლავთო. იქნებ ცოტა გვიან ჩავხსნათო. თუმცა კობახიძის განცხადებამ ეს ყველაფერი დააჩქარა.
ეს ისტორიულად ყველაზე კატასტროფული პარლამენტია. რესპულიკელების კომენტარი ვნახე და არ მგონია, რომ ისინიც შევლენ. რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლებრივი ჩარჩოებიდან არ გავალთ. ახლა უფრო დიდი ბერკეტი გვაქვს ხელში და ესაა 8-წლიანი მმართველობის ფონზე ერთპარტიული პარლამენტი“,-აცხადებს ჩარკვიანი for.ge-სთან.