Politico: ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

Politico: ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს

ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმის გამო, ახლო აღმოსავლეთში ამერიკელი სამხედროები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico პენტაგონში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება ერაყში პროირანული ძალების პოტენციური თავდასხმისთვის მზადებას. წყარო ასევე აღნიშნავს, რომ თავად აშშ რაიმე ქმედების განხორციელებას არ აპირებს.

„თავდასხმის განზრახვა არ გვაქვს. გვსურს, ძლიერი თავდაცვითი პოზიციები ვაჩვენოთ, რაც პოტენციურ მოწინააღმდეგეს დააფიქრებს“, - აღნიშნა წყარომ.

წყარო ასევე აცხადებს, რომ ვაშინგტონის ქმედებები ირანის შეკავებაზეა მიმართული.