ვაშინგტონმა რამზან კადიროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ჩეჩნეთის ლიდერსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ „კადიროველების პოლკს“ ამერიკული მხარე ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში, მკვლელობებში, ადამიანების გატაცებასა და წამებაში ადანაშაულებს.
ე.წ. „შავ სიაში“ ის ორგანიზაცია-დაწესებულებები მოხვდნენ, საიდანაც კადიროვი და მისი გარემოცვა ფინანსდებიან. მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი „ახმატი,“ „ჩეჩნეთის მინერალური წყლები“ და „ახმატ კადიროვის ფონდი.“
სანქციების სიაში შეიყვანეს ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი ვახიტ უსმანოვი, კადიროვის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში დანიილ მარტინოვი და ჩეჩნეთის ლიდერის ცხენების მწვრთნელი სატიშ სამარი. რამზან კადიროვმა ამერიკულ სანქციებს უკვე უწოდა „ცინიკური და სამარცხვინო აბსურდი.“