შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის

10 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტოროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ, ხობის რაიონში განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, 5 470 ბლოკი (109 400 ღერი) უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს  უაქციზო საქონელი ჩამოერთვა. აღნიშნულ ფაქტზე,  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.