ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაცია ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. აღნიშნული რეზოლუცია ორგანიზაციის წევრმა სახელმწიფოებმა დღეს მიიღეს.
რეზოლუციას მხარი ორგანიზაციის 21-მა სახელმწიფომ დაუჭირა, ორი სახელმწიფო, მექსიკა და ბოლივია, წინააღმდეგ წავიდა, ხოლო ხუთმა სახელმწიფომ კი თავი შეიკავა.
6 დეკემბერს ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სამთავრობო კოალიცია იმარჯვებს. ბოლო მონაცემებით, ბიულეტენების 82%-ის დათვლის შემდეგ „დიდმა პატრიოტულმა პოლუსმა“ ამომრჩეველთა ხმების 67.7%-ი მიიღო, ხოლო ოპოზიციურმა „დემოკრატიულმა ალიანსმა“ – 17.95%-ი.
საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 31%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 27-მა ოპოზიციურმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.