აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ გაურკვეველია, ვინ უხელმძღვანელებს ამერიკის შემდეგ ადმინისტრაციას.
„საშინელი რამე მოხდა. ამიტომაც უნდა ვნახოთ, ვინ უხელმძღვანელებს შემდეგ ადმინისტრაციას“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შემდეგი ადმინისტრაცია მისი ადმინისტრაცია იქნება.
„იმედია, შემდეგი ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაცია იქნება, ვინაიდან არ შეიძლება ასობით ათასი ხმის თაღლითობითა და ხრიკებით მოპარვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.