მოლდოვის პრემიერ-მინისტრს, იონ კიკუს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი მოლდოვის პრემიერის მრჩეველზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოლდოვის პრემიერის მრჩეველმა აღნიშნა, რომ იონ კიკუ მთავრობას დისტანციურ რეჟიმში უხელმძღვანელებს.
აღსანიშნავია, რომ 7 დეკემბერს მოლდოვის პრემიერმა სამუშაო შეხვედრები გამართა ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის სპიკერთან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, მოლდოვაში კორონავირუსის 119 204 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 460 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.