„ქართული ოცნების“ პროგნოზი შესაძლოა, გარკვეულწილად გამართლდეს - დღეს უკვე აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი პარლამენტში შესვლას აპირებს. შესაბამისად, გამოითქმის ვარაუდი, რომ ადგილი აქვს ხელისუფლებასთან კულუარულ გარიგებას, რაც ოპოზიციური სპექტრის რღვევის საფუძველი გახდება. კერძოდ, საკანონდებლო ორგანოში ხელისუფლებასთან ერთად შეიძლება ვიხილოთ მოძრაობა „მოქალაქეებისთვის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, მისივე თანაპარტიელი ლევან იოსელიანი, რამდენიმე „გირჩელი“ - იაგო ხვიჩია, სანდრო რექვიაშვილი და ვახტანგ მეგრელიშვილი. ასევე „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ბრალდებებს თითქოს, პარლამენტში შესვლას აპირებენ, ოპოზიციონერი ლიდერები უარყოფენ და აღნიშნავენ, რომ სხვა ლიდერების მიზანია მათი სახელი ტალახში ამოსვარონ და საზოგადოების თვალში მათი რეიტინგი დაბლა დაწიონ. თუმცა, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე ოპოზიციონერი ხელისუფლებას გაურიგდეს, რის შედეგადაც, მათ პარლამენტში ვიხილავთ.
უსამართლო თავდასხმაში დაადანაშაულა გიორგი ვაშაძემ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, რომელმაც სწორედ 8 დეკემბერს გამოაქვეყნა პარლამენტში შემსვლელთა სია. ვაშაძის განცხადებით, გვარამიამ ისე გაავრცელა ინფორმაცია მისი პარლამენტში შესვლის შესახებ, რომ მასთან არ გადაამოწმა.
„ჩემზე დაუმსახურებელი და ბინძური შეტევა იყო დილიდან! ვინ დამირეკა საერთოდ, არ ვიცი, შენ ყველა ჟურნალისტს ჩემი „ვოცაფი“ აქვს და არც ზარი შემოსულ და არც მესიჯი. რაც განაცხადეთ იმაზე მიიღეთ პასუხი და ასე იქნება ყოველთვის“, – წერს გიორგი ვაშაძე.
გიორგი ვაშაძეს ნიკა გვარამიამ უპასუხა და დაემუქრა:
„პასუხის მიღებას რაც შეეხება, გიორგი, თუ საჭირო გახდა, ისეთი პასუხის გაცემა ვიცით, თავბრუსხვევას ვერ მოიცილებ. შენი მუქარებიღა გვაკლია ახლა. სამარცხვინო!“
ერთი დღით ადრე „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა სწორედ იმაზე მიანიშნა, რომ რამდენიმე პოლიტიკოსი საკანონდებლო ორგანოში აპირებს შესვლას, რაც მისთვის მიუღებელია.
„კარგად მოემზადეთ, მომდევნო კვირიდან მძიმე სამუშაო გვექნება, პარლამენტში შემსვლელი 5-6 „ოპოზიციონერის“ კეთილების დისერტაციაზე. თურმე ციხეში იმისთვის ვიჯექით, რომ ესენი ბიძინას (ივანიშვილი) კალთაში თბილად ჩამჯდარიყვნენ“, - დაწერა ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან ამბობს, რომ გამორიცხული არაა კულუარული გარიგება. მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი პარლამენტში შევიდეს, თუმცა, სანაცვლოდ, მათ ხელისუფლებისგან რაიმე მოითხოვონ.
„ამ ადამიანების პარლამენტში შესვლა დამოკიდებულია გარკვეულ პირობებზე. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, შესაძლოა, პარლამენტში შესვლა, რაც შეიძლება ძვირად მიყიდონ ხელისუფლებას, პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით. ანუ მოსთხოვონ გარკვეული პირობების დაკმაყოფილება იმისათვის, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ისინი დაჯდნენ და შექმნან მრავალპარტიულობის სურათი.
ის, რომ ბარიერგადალახული პარტიები აპირებდნენ პარლამენტში შესვლას, ინფორმაცია პერიოდულად ვრცელდებოდა. თუ მივაქცევთ ყურადღებას მათ განცხადებებს, ისინი ბოლო პერიოდში არ იყვნენ ისეთი რადიკალურები, როგორც ადრე და თავიანთი შინაარსით და პათოსით განსხვავდებოდა „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ განცხადებებისგან.
ვარაუდით შეიძლება ყველაფერი დავუშვათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარკვეულმა პოლიტიკოსებმა რაღაც პირობების სანაცვლოდ მოისურვონ პარლამენტში შესვლა.
„გირჩის“ წარმომადგენლები ყოველთვის განსხვავებულ დამოკიდებულებას აფიქსირებდნენ პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. შესაძლებლობა და ალბათობა იმისა, რომ „გირჩის“ რამდენიმე წარმომადგენელი შევიდეს პარლამენტში, მაღალია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას მიიღებენ ისინი სანაცვლოდ. მიდის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვაჭრობა, რა პირობებით შევლენ აღნიშნული პოლიტიკოსები პარლამენტში“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს, მათ შორის, როგორც მანდატის მიღების, ასევე უარყოფისაც.
„ადამიანებისთვის დამახასიათებელია ის, რომ მათ მიიღონ ნებისმიერი გადაწყვეტილება. ასე რომ, რაც თეორიულად არის შესაძლებელი, ის პრაქტიკულადაც შეიძლება მოხდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ, მაგრამ პროგნოზირება უბრალოდ არ შემიძლია, არ ვიცი, ვინ რას აპირებს.
ბოიკოტი არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტი, როდესაც პარლამენტის წევრი ბოიკოტს უცხადებს პლენარულ სხდომებს. არც პლენარულ სხდომაში იღებს მონაწილეობას და არც კომიტეტების სხდომებში, რჩება პარლამენტის წევრად, მაგრამ არ ესწრება სხდომებს. ასეთ შემთხვევაში, თუ ამ გზას აირჩევენ ოპოზიციური პარტიები, პარლამენტი მრავალპარტიული იქნება.
მეორე მოცემულობის მიხედვით, ოპოზიციური პარტიები საერთოდ უარს ამბობენ მანდატებზე. შეიძლება მოხდეს, როგორც პირველი ვარიანტი, ასევე მეორე. საბოლოოდ, რა მოხდება, ამის თქმა ძნელია“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.
სად ცხოვრობ შენ სად???
რა ტიპის სახელმწიფოში ხარ, ამას ამიხსნი???
დემოკრატია არ გინდა( ჯერ ჩვენ ვინ გვაღირსებს!!! ..მიწა , წყალი და მზე გვაქვს. ... და კიტრს და პომიდორს თურქეთიდან ვყიდულობთ დაწამლულს...და მერე,ჩვენ სიმსივნით დაავადებულ ხალხსაც თურქეთში მივარბენინებთ...)
...და რაის მადლობას უხდი მთავრობას???
მაჩვენე დღეს მსოფლიო რუკაზე ქვეყანა, სადაც უფასოდ რამეს აკეთებს ხელისუფლება!
შენ, რომ ამ "უფასოდ გაკეთებულის ფასი არ იცი"... ვერ ხვდები... ეს შენი პრობლემაა/ ან ბედნიერება!
...ოღონდ, მე რომ ჩემი ხნის ტვინიანი ხალხი მყავს მანდ, საქართველოში, ვინც ტანჯვა-წამებით და მაინც პატიოსნად ცხოვრობს... იმათ, სულელებად ვერ ჩაგათვლევიებ!!!
ვინც ამას ჭამთ, შეგარგოთ! იხადეთ მადლობები...
უკეთესს არც იმსახურებთ! ოღონდ, ყველა ბრმა და შტერი არ გეგონოთ!
პ.ს. აქ რომ ტარზანის აუტფიტით მიშარასტი ზაზა დახტის, ლიანებზე ჩამოკიდებული და ყროყინებს(*ნუ, თავისი თავის გამომხატველი ზედსართავებითაც ჯონგლიორობს ხანდახან... )
...იმას ,ჩემი აქ "გამოსვლა" ტყუილად ნუ გაუხარდება! ...ცხოველურ საწყისებზე ტვინგაყინული, ვერ გეიგებს(!) რა ვთქვი მე ზემოთ.
რაც შეეხება მთავრობას,... კიდევ ერტხელ სერიოზულად გმადლობთ!
მე ამჯერად, შენს ტვინის ჩახედვას ვცდილობდი მარა... შანსს არ მაძლევ. ყველგან, "ბიძინა მიყვარხარ" წერია!
პასუხები მაინტერესებდა, ჩემს შეკითხვებზე თორემ...
შენი კრიტერიუმებით, მე შევარდნაძეს უნდა ვლოცავდე. ფუი,ეშმაკს!