დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამის დაწყებას გამოეხმაურა.
„დღეს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. მადლობას ვუხდი ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს, ყველა მეცნიერს, რომლებმავ ბევრი იმუშავეს ვაქცინის შესაქმნელად, ყველა მოხალისეს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც სხვების დასაცავად წესებს იცავს. ამ ვირუსს ერთად დავამარცხებთ“, - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.
დღეს დიდ ბრიტანეთში კორონავირუსზე მოსახლეობის მასშტაბური ვაქცინაცია დაიწყო. გერმანული კომპანია BioNTech-ისა და მისი ამერიკული პარტნიორის, Pfizer-ის მიერ შექმნილი პრეპარატის დოზები გაერთიანებული სამეფოს ყველა ნაწილში ჩაიტანეს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით თავდაპირველად მოხუცთა თავშესაფრის ბინადრები და თანამშრომლები აიცრებიან. პრიორიტეტულ ჯგუფში არიან ასევე მედპერსონალი და 80 წელს გადაცილებული მოქალაქეები.