უკრაინული გამომცემლობა strana.ua მიხეილ სააკაშვილის ახალ გატაცებაზე მოგვითხრობს. როგორც გამოცემა წერს,
სააკაშვილს რომანი აქვს „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატ ლიზა იასკოსთან. წყვილი ლესნიკში მდებარე საგარეუბნო სახლში ცხოვრობს.
ლიზა იასკო გახლავთ ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, „ხალხის მსახურის“ სახალხო დეპუტატი, უკრაინის დელეგაციის მეთაური ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში.
სააკაშვილი კი არის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს კიევში. რა აკავშირებს ამ წყვილს?
სასიყვარულო კავშირი
ჩვენი ინფორმაციით, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ხვდება სახალხო დეპუტატ ელიზაბეტა იასკოს. ამის შესახებ გამომცემლობა „სტრანას“ აუწყეს სააკაშვილისა და ლიზა იასკოს გარემოცვის წევრებმა. წყვილი ერთადაა შუა ზაფხულიდან მოყოლებული და მათ სერიოზული ურთიერთობა აქვთ.
გოგონა პერიოდულად ცხოვრობს შეყვარებულის რეზიდენციაში ლესნიკის დასახლებაში, რის შესახებაც ამ დღეებში ვიუწყებოდით.
ელიზაბეტა იასკოსთან სააკაშვილის პირველი ერთობლივი ფოტოები ივნისში გამოჩნდა. ეს სულაც არ იყო ოფიციალური, სამუშაო მომენტები. წყვილი აღბეჭდილ იქნა მეგობრების წრეში, კიევთან მდებარე მიხეილის სახლში.
ისინი ისვენებდნენ ცნობილი ჟურნალისტის დიმიტრი გორდონის, მომღერალ ოლია პოლიაკოვას, პროდიუსერ მიხეილ იასინსკის კამპანიაში. ელიტური საუბრები სანთლებისა და ღვინის ბოკალების ფონზე სუფთა ჰაერზე მიმდინარეობდა სოფელ ლესნიკში მდებარე ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის რეზიდენციის უკანა ეზოში.
ჭორების ასაცილებლად და უცხო თვალისგან პირადი ცხოვრების დასამალად, სააკაშვილმა რამდენიმე მეტრით აამაღლა ღობე, რითაც მთლიანად შეზღუდა მეზობლების ფანჯრებში სინათლის შეღწევა.
რამდენადაც მიშა და ლიზა ცნობილი საზოგადო პერსონები და პოლიტიკური მოღვაწეები არიან, მათი საქმიანობა ხშირად იკვეთებოდა ერთმანეთთან. ერთად დადიოდნენ ეთერში თოქ-შოუებში, მიემგზავრებოდნენ ლვოვში ქალაქის მერ ანდრეი სადავოისთან შესახვედრად. საინფორმაციო ველზე კი წყვილი გამოჩნდა სექტემბრის დასაწყისში.
სწორედ მაშინ გამოჩნდა ფოტო, სადაც გამოსახულია სააკაშვილი ლიზა იასკოსთან და ანდრეი ბოგდანთან, პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელთან ერთად. მათ ასწიეს ბოკალები ე.წ. უკრაინულ ქოხში, რომელიც სააკაშვილმა ქალაქგარეთ ნაკვეთში თავისთვის აიშენა.
ფოტო საკუთარ სოციალურ ქსელში სამივემ გაავრცელა, თითქოს ისინი განიხილავდნენ კიევის სათათბიროს არჩევნების საკითხს. თუმცა უფრო მეტი საინტერესო დეტალი შეინიშნებოდა. 13 ოქტომბერს ლიზამ, როგორც უკრაინული დელეგაციის მეთაურმა, მონაწილეობა მიიღო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის ონლაინსხდომაში. გოგონამ შეკითხვა დაუსვა დუნია მიატოვიჩს (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროსაბჭოს კომისარს) უკრაინული ენის შევიწროების შესახებ ყირიმში.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, იასკო იმყოფებოდა სააკაშვილის კაბინეტში, მის ტყავის სავარძელში მოკალათებულიყო. უკან ჩანდა ქართველ-უკრაინელი პოლიტიკოსის ბიბლიოთეკის წიგნების თარო. თვით სააკაშვილსაც იქ არაერთგზის ჩაუწერია ვიდეომიმართვები და იქიდან ერთვებოდა დისტანციურად სხვადასხვა ტელეარხზე.
უფრო მეტიც, ნოემბრის დასაწყისში ლიზა იუწყებოდა, რომ ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდა (მანამდე ორი კვირით ადრე მიშამაც იავადმყოფა). როგორც ჩანს, ლიზამ ავადმყოფობა სააკაშვილის საცხოვრებელში გადაიტანა.
ავადმყოფობის ორი კვირის შემდეგ გოგონამ ჩაწერა ვიდეო კარანტინში ყოფნის ქრონიკით ოქროსფერი ფარდების ფონზე, რომლებიც ჩამოკიდებულია მისი პარტნიორის სასტუმრო ოთახში. ამავე ოთახშია ლიზას საშინაო საყვარელი არსების-ძაღლის, მეტსახელად ჩაკრას ფოტო. ეს ლეკვი მას ცოტა ხნის წინ დაბადების დღეზე აჩუქეს.
იმის შესახებ, რომ სააკაშვილს აქვს რომანი ლიზა იასკოსთან, პარლამენტში ლიზას კოლეგებისთვისაც ცნობილია. ანონიმურობის პირობით დეპუტატებმა დაგვიდასტურეს მათი სასიყვარულო კავშირი. როგორც ამბობენ, ბოლო დროს ლიზა ბედნიერებისგან ბრწყინავს, თავის პარტნიორთან დიდი ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად.
„ფრაქციაში უკვე დიდი ხანია, ამ ურთიერთობას განიხილავენ. რა თქმა უნდა, არა პარტიულ ჩატში, არამედ პირად ურთიერთობებში. წყვილი ერთადაა. მართალია, ბევრისთვის გაუგებარია, რისთვის სჭირდება ეს კავშირი ლიზას, ეს ხომ ის ადამიანი არ არის, რომელიც მას კარიერაში დაეხმარება. სააკაშვილს კი ძალიან ბევრი რომანი ჰქონდა, ყველამ იცის მისი ვნებების შესახებ ახალგაზრდა უკრაინელ ქალებთან“, - უყვება „სტრანას“ „ხალხის მსახურის“ ერთ-ერთი დეპუტატი.
ასევე, ლიზასთან დაახლოებული წყაროები ადასტურებენ, რომ წყვილი ერთად ცხოვრობს სააკაშვილის ქალაქგარეთ მდებარე სახლში.
სააკაშვილის კარმიდამო კი ასეთია: ორდონიანი მიწის ნაკვეთი, სამი სახლი, აუზი და შადრევანი.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ლიზა და მიხეილი ცხოვრობენ ლესნიკში. ამის შესახებ ხმები ვრცელდებოდა მანამდეც, სანამ ისინი სინქრონულად გადაიტანდნენ კორონავირუსს. მათ ერთად ხედავდნენ რესტორნებში, ინტერვიუებზე. მათ სამსახურეობრივ რომანს ერთმანეთში განიხილავენ დეპუტატები, ჭორაობენ და ხუმრობენ, „რამდენ ხანს გაგრძელდება?“ არ შემიძლია გითხრათ, რომ სააკაშვილთან შეხვედრების შემდეგ ლიზა რამენაირად შეიცვალა. ის ყოველთვის იყო ენერგიული, მხიარული, მაგრამ ცდილობდა, მკაცრი დეპუტატის როლი ეთამაშა. თუმცა გამოჩნდა „ინსტაგრამზე“ ბლინების, ყველეულების და ტორტების ფოტოები, რომელსაც ლიზა ამზადებს მიშასთვის. მას კი, როგორც ცნობილია, უყვარს გემრიელად ჭამა“, - მოგვითხრო ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც სამსახურეობრივად ჰქონდა წვდომა ამ კონფიდენციალურ ინფორმაციაზე.
შეგახსენებთ, რომ ელიზაბეტა ოფიციალურად გათხოვილი არ არის.
როგორც „სტრანა“ იუწყებოდა, ლიზამ მოასწრო სახელის მოხვეჭა ლესბოსური ფეიკფოტოებით, რომლებშიც ტუჩებში კოცნის გოგოს. მიხეილი დაქორწინებულია ჰოლანდიელ სანდრა რულოვსზე, მათ ორი ვაჟი ჰყავთ - 25 წლის ედუარდი და 14 წლის ნიკოლოზი. უფროსი ვაჟი სწავლობდა და დაქორწინდა ამერიკაში, უმცროსი კი ცხოვრობს დედასთან.