აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა ჯორჯიის შტატში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა. ამის შესახებ ტრამპის შტაბი ოფიციალურ Twitter-გვერდზე წერს.
მათ უკვე მიმართეს სასამართლოს შესაბამისი სარჩელით.
„დაფიქსირებულია ათობით ათასი უკანონოდ მიცემული ხმა, რის გამოც არსებული შედეგები უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნერბში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბებული იყო.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.