მიხეილ სააკაშვილის თქმით, თბილისის ქუჩებში არსებული საცობების გამო ავტომანქანითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა შეუძლებელი გახდა.
სააკაშვილს გუშინ გლდანის სკოლები უნდა მოენახულებინა, მაგრამ ვერ შეძლო.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით გამგზავრებული საკრებულოს თავმჯდომარე საცობში მოყვა.
სააკაშვილს საკუთარი მძღოლის გამოძახება მოუწია. სამწუხაროდ საცობიდან გამოსვლა ვერც ავტომანქანით მოახერხა.
სააკაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისში სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტამდე ქალაქში ფეხით ივლის და როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ასევე საკუთარ ავტომანქანას ახლოსაც არ გაეკარება.