„ნაყოფია პარტიას რუსული ფულით აფინანსებს, ვაშაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში გამოცდილი პირი, ამიტომ მათი ამერიკის საელჩოში დაბარება შემთხვევითი არ არის“

„ნაყოფია პარტიას რუსული ფულით აფინანსებს, ვაშაძე რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში გამოცდილი პირი, ამიტომ მათი ამერიკის საელჩოში დაბარება შემთხვევითი არ არის“

მას შემდეგ, რაც ამერიკის ელჩმა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ნაციონალები ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზე  მეორედ დაიბარა, ნიკა მელიამ კელი დეგნანის მისამართით მწვავე განცხადებები გააკეთა. უცნობია რატომ გახდა საჭირო ამერიკის საელჩოში გრიგოლ ვაშაძის და პოლიტიკურად არცთუ აქტიური კობა ნაყოფიას ხელმეორედ დაბარება და რაზე ისაუბრეს მათ. ამის შესახებ ინფორმაცია არც ოპოზიციის სხვა ლიდერებს აქვთ.

სავარაუდოდ, ელჩები თვლიან, რომ ოპოზიციის ნაწილს „ოცნებასთან“ მოლაპარაკება უნდა და მათთვის შეთავაზებული საკითხები შესაძლოა, პატარა პარტიებისთვის მისაღებიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, ელჩებს ეჭვი ქვთ, რომ მათ ამაში ხელს „ნაციონალური მოძრაობა“ უშლის. სავარაუდოდ, ამან გადააწყვეტინა დეგნანს მათთან დამატებით კონსულტაცია, რამაც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას გაღიზიანება გამოიწვია. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავად პარტიაში პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით აზრთა სახვადასხვაობა და დაპირისპირებაა.

ნიკა მელია ამბობს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ელჩების პოზიციას ელოდება და ამბობს, რომ ამერიკის ელჩის მხრიდან მაინც რაღაცა პოზიცია უნდა დაფიქისრდეს.

„როდესაც მესამე რაუნდამდე ამ პროცესს ხსნის რეჟიმი, ხელისუფლება, მაშინ, როდესაც ელჩების მეშვეობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მინიმუმ, ვფიქრობ, პირადად ასეთი მოლოდინი მაქვს, რაღაც პოზიცია უნდა დააფიქსიროს გნებავთ აშშ-ის, გნებავთ ევროკავშირის ელჩმა. დღეს რომ არ გაგვეგო, რომ სასამართლოში დაბარებების პროცესი გახსნეს, ისედაც მაქვს მოლოდინი, რომ სტრატეგიული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა ელჩების სახით ჩვენს ქვეყანაში შავზე თეთრი არ თქვან, ვინც არ უნდა იყოს.

თუ ჩვენ ვხედავთ საზოგადოების უდიდესი ნაწილი, მთელი არასამთავრობო სექტორი, პოლიტიკური ოპოზიცური პარტიები, და რაც მთავარია, ხალხი, ქვეყანაში არჩევნები არ ჩატარდა, თუ ვხედავთ, ქვეყანა იმართება ერთპიროვნულად არაფორმალური მმართველის მიერ, ის, რომ დროდადრო თავისუფალი მედია იდევნება, ადამიანები ტყვეობაში აჰყავთ, შემდეგ გევაჭრებიან, ეს ყველაფერი თუ არ არის დანახული ნებისმიერი ელჩის მხრიდან, ის მეუბნება, რომ ეს ასე არ ხდება, მე მგონი, მე უბრალოდ მაქვს უფლება, არ დავეთანხმო ჩემი ქვეყნის მიმართ ასეთ ელჩს გულწრფელ ქომაგობაში.

ნებისმიერი ელჩი, თუ არ ცდილობს, რომ დასავლური დემოკრატიის ფასეულობები და ღირებულებები დაიცვას, ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა იყოს უზრუნველყოფილი, არჩევნები ტარდებოდეს, ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ დააღწიოს თავი ოლიგარქიული მორევიდან, მაშინ რანაირი მოკავშირე ხარ შენ ჩემი? რუსეთის საელჩო რომ არსებობდეს ჩვენთან ქვეყანაში და რუსეთის ელჩს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, აწყობდეს თქვას, რომ რა სისულელეა, რა ოლიგარქი, არ ჩატარდა არჩევნები? როგორ არ ჩატარდა, იქ რაღაცა დამკვირვებლებმა ხომ დაწერეს დასკვნა, რომ ნორმალურად ჩატარდა, მაშინ, მაპატიეთ, რა განსხვავებაა? „მაკდონალდსი“ იაროსლავშიც არსებობს, ესენტუკშიც და კისლავოდსკშიც, ყველგან არის. ჩვენ დასავლური ფასეულობები გვინდა განვამტკიცოთ ამ ქვეყანაში და ჩვენს შვილებს მომავალი ჰქონდეთ. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ამ ყველაფერს ზურგს აქცევს, ვინც არ უნდა იყოს, რა მისიითაც არ უნდა იყოს, მის გულწრფელობაში, ძალიან რბილად ვაფასებ, მე შემაქვს სერიოზული ეჭვები“, - განაცხადა ნიკა მელიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

მისივე თქმით, ის პირადად პირში წყლის ჩაგუბებას არ აპირებს, რადგან „ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენს ისტორიულ მისწრაფებას ცივილიზაციისკენ“. მისი აზრით, ამერიკის და ევროკავშირის ელჩები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა გამოწვევის წინაშე დადგნენ. მელია ამბობს, რომ შეუძლებელია, ამ შემთხვევაში არასწორი პოზიციის დაფიქსირება და ღალატია ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობებისა. ამ ყველაფერს წყალი უდგება.

„როგორ დავარწმუნო ჩემი ამომრჩეველი იმაში, რაშიც აქამდე ვარწმუნებდი, როგორ ვუთხრა, რომ აშშ-ის ელჩი ამ ქვეყანაში დიახაც არის დემოკრატიის სადარაჯოზე, როდესაც ჯერჯერობით მაკლია ის მკაფიო ხმა, რომელსაც უნდა ვიგებდე მისგან. ამით რუსეთის ფედერაციის წისქვილზე ესხმევა წყალი. დიახაც, მათ ძირგამომთხრელ საქმიანობას ვაძლიერებთ აქ, რადგან როდესაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაინახა, რომ არჩევნები არ ჩატარდა და რომელიღაცა ქვეყნის ელჩი, რომელი სახელმწიფოც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის სტრატეგიულად და ჩვენ მათთვის, მეუბნება მე, რომ არჩევნები ჩატარდა, მაპატიეთ, ეს კიდევ უფრო მძიმე შედეგის გამომღები იქნება, ვიდრე მავანს ჰგონია, ამიტომ ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

„ქართული ოცნება“ კი მელიას ამ განცხადებებს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. პარტიის ერთ-ერთმა წევრმა კახა კუჭავამ „ნაციონალური მოძრაობა“ სტრატეგიულ პარტნიორებთან მიმართებით დესტრუქციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

მისი შეფასებით, „მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“.

კუჭავამ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ასევე საზოგადოებას მოუწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით პოზიცია გამოხატონ.

„არ წყდება შეტევები ჩვენი მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორები მიმართ და ამას ახორციელებს პროდასავლურობას ამოფარებული მთავარი ანტისახელმწიფოებრივი და დესტრუქციული ძალა ქართულ პოლიტიკაში, ცხადია, ჩვენ ვსაუბრობთ „ნაციონალურ მოძრაობაზე“. მას შემდეგ, რაც ყოველ ჯერზე მარცხდება ქართველი ხალხის მიერ, არამხოლოდ სახელწიფო ინსტიტუტებზე მიაქვს იერიში, არამედ შეუნიღბავად ესხმის თავს ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებსაც. ჩვენ გვახსოვს მათი კრიმინალური წარსულის მქონე ლიდერების ღია თავდასხმები საერთაშორისო დამკვირვებლებზე, ევროპულ ინსტიტუტებზე, ევროსაბჭოს სტრასბურგის სასამართლოზე, ბევრი სხვადასხვა მაგალითი არსებობს მსგავსი ფაქტების გამოვლენის. ამ ტიპის განცხადებები ყოველ ჯერზე გვარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში.

ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა აშშ-სა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს ქალბატონ დეგნანს, რომელსაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის რეალიზაციაში, არის ჩვენი დამოუკიდებლობის მხურვალე მხარდამჭერი, რომელიც დღესაც ძალისხმევას არ იშურებს არჩევნებში დამარცხებული ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში. საინტერესოა და კითხვა ჩნდება - თუ რას უწუნებს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას?

ოფიციალურად გვსურს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელ საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდო, გამოხატონ საკუთარი პოზიცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ყველას თავი შეიკავონ ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმისგან“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი for.ge-სთან ელჩებთან დაკავშირებით ნიკა მელიას განცხადებას აფასებს. მისი თქმით, შესაძლოა, მას ეს პოზიცია სხვაგვარად ეთქვა, მაგრამ მის პათოსს იზიარებს. სამადაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია მსხვერპლია და დასავლელმა პარტნიორებმა ზეწოლა არა მათზე, არამედ „ქართულ ოცნებაზე“ უნდა მოახდინოს.

„ნუ, შესაძლოა, ასე არ მეთქვა, მაგრამ მისი პათოსი მესმის. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან ზეწოლა მხოლოდ ოპოზიციაზე არ უნდა მოხდეს. „ოცნებაზეც“ უნდა იყოს მსგავსი განცხადებები. ალბათ, ნიკა ამას გულისხმობდა. მსხვერპლი არის ოპოზიცია და მოძალადე „ოცნებაა“. მათ არჩევნები გააყალბეს. ამიტომაც როდესაც მსხვერპლზეა ზეწოლა და არა მოძალადეზე, ეს არ არის შედეგის მომცემი. ზეწოლა „ოცნებაზე“ უნდა განხორციელდეს და რაღაცა კომპრომისი უნდა მივიღოთ.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში უნდა მიდიოდეს, მაგრამ ამას ჩვენ ხომ არ ვაკეთებთ? ამას ივანიშვილი აკეთებს. ყველასთვის უკეთესი იქნება, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში გადავიდეს, მაგრამ ამის სივრცე „ოცნებამ“ უნდა შექმნას“, - ამბობს სამადაშვილი for.ge-სთან.

კითხვაზე არის თუ არა სხვადასხვა მოსაზრებები და დაპირისპირება „ნაციონალურ მიძრაობაში“, სალომე სამადაშვილი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში დაპირისპირებას არ გულისხმობს.

„შეიძლება ტაქტიკურად სხვადასხვა მოსაზრება გვქონდეს, მაგრამ პარტიას ორად გაყოფილად ვერ აღვიქვამ. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულ ადამიანებს სხვადასხვა მოსაზრება აქვს, არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება არსებობს.

ჩემი აზრით, ვადამდელ არჩევნებს აზრი არა აქვს, სანამ ეს გარემო არ შეიცვლება. ამიტომ შეთანხმება, რომელიც ამ კრიზისულ გზას გახსნის, ეს არის მრავალკომპონენტიანი შეთანხმება. „ოცნება“ თუ მოვა და რაღაცას კონტექსტიდან ამოვარდნილად შემოგვთავაზებს, არ გვაწყობს. გასაღები მხოლოდ „ოცნების“ ხელშია“, - ამბობს სამადაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან აცხადებს, რომ როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ დასავლელი პარტნიორებისგან და კონკრეტულად ამერიკისგან სხვა მოლოდინი ჰქონდა, რაც როგორც აღმოჩნდა, არ გაუმართლდათ. ამიტომაც პირდაპირ მათზე თავდასხმები დაიწყეს. მისი აზრით, ნიკა მელიას განცხადება და ამერიკის საელჩოში გრიგოლ ვაშაძის და კობა ნაყოფიას დაბარება ერთმანეთს საკმაოდ საეჭვოდ ემთხვევა. ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ამერიკის საელჩოში მოხდა რაღაც, რამაც ნაციონალების გაღიზიანება გამოიწვია. შესაბამისად, მელიას პირით ამერიკის ელჩი გააკრიტიკეს.

„ნაციოანლების რიტორიკა ყოველთვის ასეთია, თუ მათ მხარეს არ ხარ, ესე იგი მათი მტერი ხარ. იგივე თქვეს ამერიკის ელჩზეც. ახლა ამ სიაში ელჩები არიან და მათ წინააღმდეგ გააქტიურდნენ. როგორც ჩანს, რაღაცა სხვას ელოდნენ და დასავლელი პარტნიორებისგან სხვა პასუხები მიიღეს. ამიტომაც გააგრესიულდნენ და მათ ლანძღვაზე გადავიდნენ. როდესაც ამბობენ, რომ მსხვერპლები არიან, ეს ხომ უნდა დაამტკიცონ? რატომ ვერ მოახერხეს, რომ ეს ელჩებისთვის აეხსნათ? მსხვერპლი სასამრთლოში რომ მიდის, მოძალადის დანაშაულს ხომ ფაქტებით ამხელს. ოპოზიციას თუ „ოცნების“ მამხილებელი ფაქტები აქვს, მაშინ ელჩებს რატომ ვერ არწმუნებენ? არავის არ უთქვამს რომ დასაბუთების თემა ვინმეს მოუხსნია. უთხრეს ელჩებმა, რომ თუ მართლები ხართ, დაგვიმტკიცეთო, მაგრამ ვერ ამტკიცებენ.

ძალიან მნიშვნელოვანი და თვალში საცემია ის ამბავი, რომ სხვა პარტიებისგან განსხვავებით ნაციოანლები ინდივიდუალურ შეხვედრაზე ორჯერ დაიბარეს. თან დავაკვირდეთ ვინ - გრიგოლ ვაშაძე და კობა ნაყოფია. ნაყოფია დღემდე რუსეთის მოქალაქეა, ხოლო ვაშაძე ყოფილი მოქალაქე და ამ ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში გამოცდილი პირი. ნაყოფია, ვხედავთ, რომ პოლიტიკურად აქტიური არაა, მაგრამ ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე იყო, რატომ? იმიტომ, რომ ის პარტიას რუსული ფულით აფინანსებს. კაცმა არ იცის იქ რაზე ისაუბრეს. ამის შემდეგ კი, უცბად, ნიკა მელია ამერიკის ელჩის მიმართ აგრესიას ავლენს და ლანძღვას იწყებს“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ნაციოანლების ხელმეორედ ამერიკის საელჩოში დაბარება, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამას ეს ქვეყანა მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებად არ აღიქვამს. ხოლო ის პირობა, რაც ადრე საელჩომ დადო, რომ რუსეთმა შესაძლო საქართველოს არჩევნებზე გავლენა მოახდინოს და ვეცდებით ამისგან დაგიცვათო, სრულდება. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუკი ოპოზიციის ქცევა და განცხადებები ამერიკამ როგორც რუსეთის გავლენად აღიქვა, მაშინ მისგან დაცვაც საჭიროა. ამიტომაც საელჩომ ეს ნაბიჯი გადადგა და ამაზე საუბარს ღიად თავს არიდებს.

trampi ეს ოცნება სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, ჯერ მარტო აქაურების შეურაწყ(ცხყ)ოფის გამო უნდა დაიქინძოს!!!!! (ქვეყანის მასშტაბით რა თქმა უნდა უკვე სხვა სალაპარაკოა---ასჯერ უარესი) ........აქაურების (ამ საიტის ყოფილი ბინადრები) 99 %^მრავალგზის ნაფრონტალი, -მიშასგან ბევრჯერ გამწარებულ--გაბრაზებული ხალხია ------
..ჩვენი ზურგით მოვიდნენ ეს დებილი კომსომოლები ხელისუფლებაში .
.. სამართალს აღვადგენთო....კი მაგრამ .ნაცების სკამებზე ამათი წამოსკუპება სამართლის აღდგენაააა???...
იმიტომაცა ეხლა ოცნებას დედა რომ აააქვს ნატირები....
ხალხმა რა ქნას ხალხმა, თორემ ესენი სუყველა(ორი სამი კაცის გამოკლებით) ნაცებს უნდა ჩაუყარონ ხაროში...ნაცებს
აუუუუ............... რა კარგი პარადი იქნება....(არ მითხრათ ეხლა სადისტი ხარ, ნაცებისთვის ხალხს როგორ იმეტებო)..როგორ თუ როგორ?? აზირ ესენი შეჭამონ ნაცებმაააა....... რაღა ხალხი.....მით უმეტეს რომ ესენი ნაცებისაგან ყველაფრის ღირსები არიან.................მაშ ამ დებილებმა მორიელის იგავ--არაკი მაინც არ იცოდნეეენ??
ნაცები ამათი სისხლის სმით, თუნდაც პატარაზე, დროებით მაინც მოიკლავენ სისხლის სმის წყურვილის ჟიკლკას.... ჩვენ დროებიოთ მაინც დაგავანებებენ თავს....თორემ მტრისას ეგენი რომ ეგეთი მწყურვალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაშიიიიი შახაბასი სანატრელი გვეყოლება
ამიტომაცა ნაცები სკამების დაბრუნებას რომ გაააფრთებით ცდილობენ....




მაია დეიდა......
გახსოოვოოვს რომ ამბობდი------- ესენი ნაცებს ბუებად იყენებენოოო......
ჰოოოოო......ეგრეა ეგრე ......
არადა მოდი და ნუ გამოიყენებენ ......
3 წლის უკან
Temo "...ნაციოანლების ხელმეორედ ამერიკის საელჩოში დაბარება, როგორც ჩანს, შემთხვევითი არ არის და ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ამას ეს ქვეყანა მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებად არ აღიქვამს. ხოლო ის პირობა, რაც ადრე საელჩომ დადო, რომ რუსეთმა შესაძლო საქართველოს არჩევნებზე გავლენა მოახდინოს და ვეცდებით ამისგან დაგიცვათო, სრულდება.
...თუკი ოპოზიციის ქცევა და განცხადებები ამერიკამ როგორც რუსეთის გავლენად აღიქვა, მაშინ მისგან დაცვაც საჭიროა. ამიტომაც საელჩომ ეს ნაბიჯი გადადგა და ამაზე საუბარს ღიად თავს არიდებს."
3 წლის უკან
ძია მიხო „მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ თანმიმდევრულად ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად საქართველოში“.
ენმ-ის სწორი შეფასება იქნებოდა - კრიმინალური ორგანიზაცია. ეს მარტო ირაკლი ოქრუაშვილის გაცხადებებიდან, კი არ გახდა აშკარა, ბატონმა მიშამაც მოუწოდა ხალხს ტელევიზიით ვისაც ფული გიჭირთ მიდით ივანიშვილს სარდაფში 600 ათასი დოლარი აქვს შენახული და წაიღეთო. მელია და სამადაშვილი ეხლა ციხეში უნდა ისხდნენ იმისთვის, რაც გავრილოვის ღამეს პარლამენტთან გააკეთეს.
3 წლის უკან