ირანის პარლამენტმა ბირთვული პროგრამის განახლების შესახებ კანონი დაამტკიცა. ამის შესახებ BBC წერს.
კანონის მიხედვით, გაეროს ინსპექტორებს ქვეყანაში ბირთვულ ობიექტებზე შესვლის უფლება არ ექნებათ, ურანის გამდიდრება კი 20%-ით გაიზრდება, რაც 2015 წლის შეთანხმებით დაშვებულ რაოდენობას (3.67%) მნიშვნელოვნად აღემატება. დეპუტატებმა კანონის დასამტკიცებლად ქვეყნის მთავრობას უკვე გადასცა.
ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ კანონის იმპლემენტაციის წინააღმდეგია. მისი თქმით, ის დიპლომატიისთვის დამაზიანებელი იქნება.