ალექსანდრე ლუკაშენკო: ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს

ალექსანდრე ლუკაშენკო: ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნატო სამხედრო დაჯგუფებას ქმნის, რათა ბელარუსის დასავლეთ ნაწილი დაიკავოს.

„ვციტირებ „საქმე ეხება იმას, რომ ბელარუსის მიწები ისტორიულად პოლონეთს ეკუთვნის“. ამას უკვე ღიად აცხადებენ. ნუთუ, მე, როგორც პრეზიდენტს და ბელარუს ხალხს შეგვიძლია ამას დავეთანხმოთ? როგორც აღმოჩნდა, ის ადგილი, სადაც დღეს ვცხოვრობთ, ჩვენ არ გვეკუთვნის. ამ მიმართულებით მოქმედებენ“, - განაცხადა ალდექსანდრე ლუკაშენკომ.

ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ამ მიწების დაპყრობისთვის ნატოს სამხედრო დაჯგუფება იქმნება.

„ბელარუსში განვითარებული მოვლენები რუსეთზე ზეწოლის განხორციელების ტრამპლინია. კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრებმა საფრთხეებს წინააღმდეგობა ერთად უნდა გაუწიონ“, - დასძინა ბელარუსის ლიდერმა.