თურქმენეთის პრეზიდენტმა, გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა აშხაბადის მახლობლად ნარკოტიკების უტილიზაციის ახალი ღუმელი გახსნა. შესაბამისი ვიდეო ადგილობრივ მედიაში გავრცელდა.
ახალი კოპლექსი პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკების უტილიზაციისთვისაა განკუთვნილი. ის სამი ღუმელისგან შედგება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მუშაობს.
ბერდიმუჰამედოვმა და თურქმენეთის უსაფრთხოების საბჭოს წევრებმა რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკი დაწვეს. საერთო ჯამში მათ 122,5 კილოგრამი ნარკოტიკი გაანადგურეს.