აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე 288 ათასი ბიულეტენი უკვალოდ გაქრა, კიდევ 100 ათასი კი წინა რიცხვით იყო დათარიღებული. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით გამოცემა Washington Examiner-ი წერს.
კერძოდ, საფოსტო სამსახურის ერთ-ერთი პარტნიორი კომპანიის მძღოლი ჯესი მორგანი აცხადებს, რომ 21 ოქტომბერს 288 ათასამდე ბიულეტენი ნიუ-იორკიდან პენსილვანიაში გადაჰქონდა, თუმცა დანიშნულების პუნქტში მისი ავტომობილი გაქრა. მისი კიდევ ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ 4 ნოემბერს ვისკონსინში 100 ათასზე მეტი ბლანკი სხვა თარიღით იყო დათარიღბული, რათა მათი დათვლა იყოს შესაძლებელი.
გამოცემის ინფორმაციით, მიჩიგანსა და პენსილვანიაში დონალდ ტრამპის სასარგებლოდ მიცემული ხმები „ჩაუბარებელი საქმიანი ფოსტის“ კატეგორიაში იყო დახარისხებული, მაშინ როცა ჯო ბაიდენის სასარგებლოდ მიცემული ხმები დროულად იყო მიწოდებული.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.
ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნებში ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. მას საარჩევნო კოლეგიის წევრთა 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.