თურქეთმა და რუსეთმა მთიან ყარაბაღში ერთობლივი სადამკვირვებლო ცენტრის შექმნის შესახებ პროტოკოლს ხელი მოაწერეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
შეთანხმება მთიან ყარაბარში ერთობლივი ცენტრის საფუძვლებსა და პრინციპებს განსაზღვრავს.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ერთობლივი ცენტრის სწრაფი ამოქმედებისთვის საჭირო სამუშაოები მიმდინარეობს.
10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.