აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანი თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„სამმხრივი განცხადების თანახმად, რომელსაც ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, რუსეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მოაწერეს, 1-ელ დეკემბერს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაყოფები ლაჩინის რაიონში შევიდნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.