„როგორ შეიძლება ღალატის სიმბოლო - გიორგი თარგამაძე სადღაც იყოს და რაღაცას ამტკიცებდეს დავითგარეჯაზე?!“

„როგორ შეიძლება ღალატის სიმბოლო - გიორგი თარგამაძე სადღაც იყოს და რაღაცას ამტკიცებდეს დავითგარეჯაზე?!“

ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, ტოტალური ნდობის კრიზისში ვართ - არავინ არავის ენდობა, რასაც ხელისუფლებამ თავისი უმოქმედობით მიაღწია. მანჯავიძის განცხადებით, თუ დავითგარეჯთან დაკავშირებითაც იგივე პროცესი გაგრძელდა, ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებამ თვითონ უნდა იფიქროს შედეგებზე.

for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

მოსამართლემ, ზვიად შარაძემ  არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის თაობაზე და დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულების ადვოკატები და ოპოზიცია ამტკიცებს, რომ საქმეს აქვს პოლიტიკური შემადგენელი და დავითგარეჯის გარშემო განვითარებული პროცესები წინასაარჩევნოდ იქნა გამოყენებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს თემა პოლიტიკურად აწყობდა ხელისუფლებას, მით უფრო საარჩევნოდ?

სოსო მანჯავიძე: წინასაარჩევნოდ იყო თუ არა გამოყენებული, ეს სხვა საკითხია. მე ვფიქრობ, რომ მთავარი კითხვა მდგომარეობს შემდგომში – ეს იყო თუ არა მიზანმიმართული ქმედება, რომ საქართველოს შექმნოდა პრობლემები. რატომ მოხდა ისე, რომ საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებას იღებდა კომისია, რომელსაც უშუალოდ აკონტროლებდა ვანო მერაბიშვილი? რა თქმა უნდა, მერაბიშვილი ამ საკითხებს ათანხმებდა სააკაშვილთან. პრემიერ–მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა პირდაპირ ეთერში მისცა ჩვენება იმ სხდომის შესახებ, სადაც ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო სააკაშვილმა. ახლა ცდილობენ ჩაანაცვლონ საკითხები, რომ პრიორიტეტები არიონ.

მეორე საკითხია ის რუკა, რომელიც დავით ხიდაშელის მიერ იქნა მოპოვებული და ჩამოტანილი საქართველოში. ამ ნაწილშიც რას ამბობენ – იმაზე კი არ ამახვილებენ ყურადღებას, რამდენად მნიშვნელოვანია ეს რუკა, რომ მოლაპარაკების პროცესში გვიზრდის შანსებს, არა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ეს რუკა რუსეთიდან არის მოპოვებული.

გიორგი თარგამაძე თავის საავტორო გადაცემაში ხაზს უსვამდა იმას, რამდენად უვარგისია რუსეთიდან ჩამოტანილი რუკა, ანუ რუსეთზე ხდება ხაზგასმა. თარგამაძემ კარგად იცის, რომ ეს რუკა არ არის უვარგისი და სწორედ, ამ რუკას უმალავდნენ კომისიას დაკავებულები...

– საერთოდ, თარგამაძე რომ კვლავ საჯარო სივრცეშია თავის ტოქსიკურ კოლეგებთან ერთად, როგორიც გახლავან ქალბატონი ინგა გრიგოლია და მისი გუნდი ნოდარიკო მელაძე, გვარამია–გაბუნია და სხვა სრულად შეშლილი, დაბალი რანგის დემონური, შეპყრობილი, ისტერიული არსებები, რომელთაც ხელთ უპყრიათ საინფორმაციო იარაღი და შხამავენ გარემოს, ეს გავიგეთ, მაგრამ სახელმწიფო იმისთვის არსებობს, რომ სოციუმისთვის ეს დამანგრეველი საინფორმაციო ნაკადები აკონტროლოს და პირი ამოუკეროს ამ მართლაც, უკვე სრულიად ზღვარგადასულ გარეწრებს. გასაგებია, რისთვის იღწვის თარგამაძე.

როგორ ფიქრობთ, რა მიზანი ჰქონდა თარგამაძეს, როდესაც მიზანმიმართულად სიცრუეზე აგებდა გადაცემას?

 – დევალვაცია უნდა გაუკეთოს იმ დოკუმენტს, რომლის გამოყენებით საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდება. პირდაპირი მტერია, რაზე ვლაპარაკობთ ჩვენ ახლა - დიახ, ესენი არიან ქვეყნის მტრები, პირდაპირ იბრძვიან საქართველოს წინაამდეგ. ამაში უხდიან მათ ფულს და ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ. თარგამაძე არ არის უნიკალური მაგალითი, ასეთი ბევრი გვყავს. ესენი არიან თვითგანადგურების აგენტები, ლპობის ბაქტერიები. ტელევიზიის სახით მიცემული აქვთ უზარმაზარი ინსტრუმენტები და ეფექტსაც ვხედავთ.

ფაქტობრივად, ჭკუიდან შეშალეს ნახევარი საზოგადოება, რაც დაადასტურა ამ არჩევნებმა. დავითგარეჯა ამის პირდაპირი ინდიკატორია. ვნახოთ, ვის რა პოზიცია უკავია და შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმ ადამიანების როგორც მორალურ, ასევე ზნეობრივი და ეროვნული პოზიციის შესახებ. შემდეგ, თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ ყორღანაშვილების, შადიმან ბარათაშვილების და სხვა უმარავი მოღალატის საქმის გამგრძელებლად.

ოპოზიციას და მასთან ასოცირებულ მედიას არ სურს საუბარი იმაზე, როგორ აღმოჩნდა ჩიჩხიტური და უდაბნოს მონაკვეთი აზერბაიჯანულ მხარეს, ისევე როგორც არ ინტერესდებიან ერთ კონკრეტულ საკითხზე, მაგალითად, 2006 წლის ივლისს გამართულ კომისიის სხდომის ოქმზე, სადაც წერია: მხარეები შეთანხმებული არიან, რომ საზღვარი საქართველო–აზერბაიჯანს შორის გაივლის თხემზე. კერძოდ, ჩიჩხიტური და უდაბნო აზერებაიჯანულ მხარეს არის დატოვებული. ამ დოკუმეტს ხელს აწერს სწორედ მელაშვილი და ილიჩოვა. აქ მნიშვნელოვანი დეტალია ისიც, რომ ოქმს ხელს არ აწერს კომისიის თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე, რომელიც პროტესტის ნიშნად საერთოდ წავიდა სისტემიდან...

– ამ ხალხს არ აინტერესებს საქმის ფაქტობრივი მხარე. ჩვენ ვცხოვრობთ პოსტსიმართლის ეპოქაში. რა მნიშვნელობა აქვს არგუმენტებს, მტკიცებულებებს, იტყვიან, რომ ეს პოლიტიკურია და მორჩა. ერთი 50 მილიონის გაფლანგვისთვის იხდიდა სასჯელს და პოლიტპატიმრად მივიღეთ, მეორე სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა და უცებ, ისიც პოლიტპატიმარი გახდა. ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ თქვან, რომ პოლიტიკურად დევნიან და მორჩა, აქ მთავრდება. სხვა არგუმენტებს არ იღებენ.

ეს დეგრადირებული ადამიანისთვის და საზოგადოებისთვის დამახასიათებელია. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს, რაზეა ლაპარაკი – 2008 წლის აგვისტოს ომი დასრულებული არ იყო და ტაშ–ფანდური გამართეს, ომი მოვიგეთო, როცა იქ საშინელება ხდებოდა. ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ მისცა შეფასება ამ ფაქტს. იგივე სიტუაცია არის დავითგარეჯაზეც. როგორ შეიძლება ამაზე ილაპარაკო ამდენი ხანი?! ვუყურებ ამ ტელეშოუებში მჯდარ დეგენერატებს, რომლებსაც ელემენტარულად დასკვნები ვერ გამოაქვთ მოვლენების ანალიზიდან და ზოგს პარლამენტში უნდა შესვლა, ზოგს თანამდებობაზე და ბოღმით არიან დაბრმავებულები.

რა თქმა უნდა, ეს სასაცილო იქნებოდა, რომ არ ეხებოდეს საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს. არ მახასიათებს ასეთი ლექსიკით საუბარი, მაგრამ მართლაც სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ ამ ყველაფრის მაყურებელი. როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს მარაზმი?! როგორ შეიძლება გიორგი თარგამაძე სადღაც იყოს და რაღაცას ამტკიცებდეს და კვლავ მავნებლობდეს?! გიორგი თარგამაძე ღალატის სიმბოლოა, რომლესაც ჰალსტუხიანი ხვლიკი უწოდა რეზო ამაშუკელმა.

როგორ შეიძლება ეს გვარამია კვლავ გამოდიოდეს ტელევიზიით და რაღაცეებს ლაპარაკობდეს?! არ გვახსოვს მისი და კილაძის დუეტი ბაჩალიაშვილის და შაქარაშვილის საქმეზე, რა აკეთეს ღია ეთერში, ეს არ გვახსოვს?! ტყუილების და სიბინძურეების მთელი სერიალია. როდემდე შეიძლება ამაზე ვლაპარაკობდეთ?! არსებობს ასეთი მეგრული სიტყვა – „ვაშინერს“, ანუ მიუკარებელი, ამათზე მიკარება არ შეიძლება, ხელის ჩამორთმევა არ შეიძლება, იმიტომ, რომ წაიბილწები. წაბილწეს უკვე მთელი ქვეყანა, ყარს ეს ქვეყანა.

ამათ კიდევ, ხელისუფლებაში და სახელისუფლებო პარტიაში რომ არიან, ამ კოაბიტაციის შედეგად, ყნოსვა აქვთ დაქვეითებული და ვერ გრძნობენ, რომ ყარან. პრობლემა არ იყო დავითგარეჯთან დაკავშირებით, მაგრამ ხელისუფლებაში მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“ და პრობლემაც გაჩნდა. გააჩინეს ეს პრობლემა და მიზანმიმართულად მალავდნენ იმ მასალებს, რომლითაც შეგვეძლო დაგვეცა ჩვენი პოზიცია. როცა გამოჩნდა რუკა და შეგვიძლია ჩვენი პოზიციები დავიცვათ, ახლა იძახიან, რომ თუ რუსეთიდან მოპოვებული რუკით გარეჯის პრობლემას გადავწყვეტთ, ეს ცუდია იმიტომ, რომ რუსეთიდან არის რუკა ჩამოტანილი. გესმით, სადამდე მივიდა ამ პათოლოგების აბსურდული მსჯელობა?!

სწორედ ამიტომ, პროკურატურას აქვს ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მიაწოდოს, თუნდაც მწირი ინფორმაცია ამ საქმის გარშემო...

– არა მარტო მწირი ინფორმაცია მიაწოდოს, არამედ არ გაითვალისწინოს ამ ბრბოს მოსაზრებები და ჭყიპინი! ესენი ვინ არიან საერთოდ, თავის თავს დაარქვეს საზოგადოება... ვინ აფინანსებთ ამათ, იგივე ამ „ფორმულას“ ვინ აფინანსებს, რატომ არავინ არ იკვლევს ამ საკითხს?! ვინ აძლევს ამათ ამდენ ფულს, გამაგებინეთ, საიდან?!

„ფორმულას“ დამფინანსებელი არის ბრალდებული დავით კეზერაშვილი, მათ შორის დათო ბეჟუაშვილი...

– კი ბატონო, და რატომ შემოდის კეზერაშვილის ფული საქართველოში? კეზერაშვილი დიდი ხნის წინ უნდა იყოს დაპატიმრებული იმისთვის, რაც აქ გააკეთა. ქვეყანა გაძარცვა, ჯერ რეკეტით და შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტროში, იგივე იარაღით ვაჭრობის საქმე და ა.შ. მისი ფული რატომ შემოდის საქართველოში? სად ჯანდაბაში იყურებიან ესენი? თვალებს რომ გვიპაჭუნებს ამათი პოლიტიკური ხელმძღვანელი, სად იყურებიან, სად?! „ქართული ოცნება“ დამნაშავეა იმაში, რაც ქვეყანაში ხდება.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ ეს არის ნაძარცვი ფულით შექმნილი ტელევიზია. თუ ნაძარცვი ფულით არის შექმნილი, რატომ შემოდის ეს ნაძარცვი ფული, სად არის სახელმწიფო? ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დანაშაულებრივი ძალა. ეს რას ნიშნავს? თუ ძალა დანაშაულებრივია, ანუ კრიმინალურია, მაშინ არ შეიძლება ეს ძალა იყოს პოლიტიკური და თუ პოლიტიკურია, მაშინ არ შეიძლება იყოს კრიმინალური. პოლიტიკური თუ არის, ლეგალურია. აქედან გამომდინარე როდემდე შეიძლება ამ აბსურდების ძახილი!

პროკურატურას ბევრი მიმართულებით აქვს თავისი პოზიცია დასაფიქსირებელი, რასაც არ აკეთებს. ესეც კოაბიტაციის შედეგია?

– მაპატიეთ, მაგრამ არ მაინტერესებს ამათი კოაბიტაცია. არც ერთი გახმაურებული საქმე ბოლომდე მიყვანილი არ არის. ეს იწვევს ნდობის კრიზს და ამაშია პრობლემა. ტოტალური ნდობის კრიზისში ვართ, არავინ არავის ენდობა და ამას მიაღწიეს თავიანთი უმოქმედობით. თუ დავითგარეჯთან დაკავშირებითაც იგივე პროცესი წავიდა, მერე თვითონ იფიქრონ შედეგებზე.

რაც შეეხება არჩევნებს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ოპონენტები ყველა გზით ცდილობენ, რომ ნდობა, რომელიც აქვს ხელისუფლებას, ისიც დააკარგვინონ. ვხედავთ რა პროცესები მიმდინარეობს - რევანში ვერ შედგა, მაგრამ არიან ბოიკოტის რეჟიმში, ამ რეჟიმში მყოფი ოპოზიცია შეძლებს პროცესების ვადამდელ არჩევნებამდე მიყვანას?

– ოპოზიის კონსულტანტები მუშაობენ განწყობების შექმნა–მანიპულირებაზე. ანუ, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ისეთი დისკურსი ჩამოყალიბდეს, რომ კითხვა არ დაისვას და ლოგიკური მსჯელობა არ შედგეს. ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ ამ პარტიებს ყველა საუბნო კომისიაში ჰყავდათ თავიანთი წევრები, ანუ კომისიის წევრებს აქვთ ხელი მოწერილი ოქმებზე და ვის ედავებიან? როცა ამ კითხვას უსვამენ, თვალებს გადაატრიალებენ და რაღაცა სისულელეს ლაპარაკობენ. ასეთ აბსურდში ვცხოვრობთ, თარგამაძე დავითგარეჯზე ლაპარაკობს, ესენი თვითონ იჯდნენ კომისიებში და სხვებს აბრალებენ გაყალბებას?! ბოლო ხომ საერთოდ ცირკია, პარლამენტში არ შევალთ, მაგრამ ფული მოგვეცითო.

ამ კუთხით გამონაკლისი იყო „გირჩი“, რომელსაც მიაჩნია, რომ თუ პარლამენტის მანდატზე უარს ამბობ, ასეთ შემთხვევაში უარი უნდა თქვა დაფინანსებაზეც...

– ამ შემთხვევაში „გირჩი“ საღად მსჯელობს, თუმცა „გირჩის“ საღად მსჯელობა ანეკდოტია და ისიც გამოსაკვლევია ვინ დააფინანსა „გირჩი“, რომელმაც ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ჩვენს ახალგაზრდობას და არა მარტო ახალგაზრდობას, თავისი ულტრალიბერტარიანული იდეოლოგიით, რომლის დანერგვასაც აგრძელებს. ვინ აფინანსებს ამათ და რატომ არის ისე წარმოსახული, რომ თითქოს ესენი არიან საქართველოს სახე? ეს არის ყველაზე დიდი ღალატი.

 

 

 

არაგველი641 თუ მოხდა სასწაული და რუსეთმა დაგვიბრუნა სამაჩაბლო, ნაცბოზბანდა უარს იტყვის - რუსეთის დაბრუნებული არ გვინდაო!
3 წლის უკან
Lolo47 დადგა ჟამი ხალხმა შემოულაწუნოს ილია ჭავჭავაძის ერთი-ერთი პერსონაჟივით ტახტზე არხეინად წამოკოტრიალებულ „ოცნებას“!!!
3 წლის უკან