1- 28 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1- 28 დეკემბერს, RS CAR გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე მოემსახურება

1-28 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი - RS CAR - გადასახადის გადამხდელებს 27 ლოკაციაზე, იმ რეგიონებში მოემსახურება, სადაც შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრები არ არის განთავსებული. RS CAR (მიკროავტობუსი) აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით. შესაბამისად, გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა აქვთ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება. კერძოდ: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის ელექტრონული გვერდის სარგებლობის მიზნით, ავტორიზაციის შემდგომ განცხადებების მიღება და რეაგირება, მიკრო/მცირე ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მინიჭება/გაუქმება. ასევე, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭება/შეჩერება/შეწყვეტის განცხადებების მიღება. აგრეთვე, შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი ცნობების გაცემა (საგადასახადო დავალიანების, გადამხდელის რეგისტრაციის, დღგ-ის რეგისტრაციის, შემოსავლების შესახებ და სხვა) და ა.შ.

N      ადგილი   თარიღი   მისამართი        დრო

1       ლანჩხუთი        01.12.2020         ჟორდანიას ქ. N 135, პოლიციის შენობის გვერდით   10:00-17:00

2       გურჯაანი         02.12.2020         ნონეშვილის გამზ. N13, გამგეობის შენობასთან      10:00-17:00

3       ტყიბული         02.12.2020         კარლო ლომაძის მოედანი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00

4       ყვარელი  03.12.2020         კუდიგორის ქ. N 1, მუნიციპალიტეტის შენობასთან      10:00-17:00

5       ლენტეხი 03.12.2020         თამარ მეფის ქ. N 24, გამგეობის შენობის წინ   10:00-17:00

6       ახმეტა      04.12.2020         ბიძინა ჩოლოყაშვილის ქ. N 49, გამგეობის შენობასთან      10:00-17:00

7       ხონი          04.12.2020         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია     10:00-17:00

8       მესტია      07.12.2020         სეტის ქ.N 1       10:00-17:00

9       დმანისი   07.12.2020         წმინდა ნინოს ქ. N 41, გამგეობის შენობის წინ   10:00-17:00

10     თეთრიწყარო   08.12.2020         თამარ მეფის ქ. N 34, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია  10:00-17:00

11     ცაგერი     09.12.2020         რუსთაველის ქ. N 64, გამგეობის შენობის წინ   10:00-17:00

12     მარტყოფი        09.12.2020         მარტყოფი ქ. N1, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარე ტერიტორია   10:00-17:00

13     დუშეთი  10.12.2020         რუსთაველის ქ. N 27, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმდებარე ტერიტორია, ცენტრალური მოედანი 10:00-17:00

14     ყაზბეგი   11.12.2020         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია     10:00-17:00

15     ადიგენი   14.12.2020         თამარ მეფის ქუჩის დასაწყისი, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00

16     ვანი 14.12.2020         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია          10:00-17:00

17     ასპინძა     15.12.2020         მეფე თამარის ქუჩის დასაწყისი, "თიბისი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია    10:00-17:00

18     ბაღდათი 15.12.2020         წერეთლის ქ. N 2, გამგეობის შენობის წინ           10:00-17:00

19     ნინოწმინდა     16.12.2020         პუშკინის ქუჩა, გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია  10:00-17:00

20     ონი  17.12.2020         აღმაშენებლის მოედანი N1, საკრებულოს წინ          10:00-17:00

21     კასპი         21.12.2020         სააკაძის ქ. N 68, საკრებულოს შენობასთან           10:00-17:00

22     აბაშა         21.12.2020         ჯორჯიკიას ქ. N 3, "ლიბერთი ბანკი"-ს წინ          10:00-17:00

23     ქარელი    22.12.2020         თამარ მეფის ქ. N 48, "ლიბერთი ბანკი"-ს მიმდებარე ტერიტორია  10:00-17:00

24     მარტვილი        23.12.2020         თავისუფლების ქ. N 10, მუზეუმის წინ   10:00-17:00

25     საჩხერე    23.12.2020         თავისუფლების ქ. N 4, გამგეობის მიმდებარე ტერიტორია  10:00-17:00

26     ყაზბეგი   25.12.2020         გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორია     10:00-17:00

27     მესტია      28.12.2020         სეტის ქ.N 1       10:00-17:00