ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

ჯო ბაიდენმა ძაღლთან თამაშის დროს ტერფი დაიზიანა

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა ძაღლთან თამაშის დროს მარჯვენა ტერფი დაიზიანა. ამის შესახებ New York Times-ი წერს.

ჯო ბაიდენს დელავერის შტატში კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდგინდა.

ექიმის ინფორმაციით, ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.