დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი: თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დავტოვებ, თუ საარჩევნო კოლეგია ოფიციალურ შედეგებს გამოაცხადებს

დონალდ ტრამპი თეთრ სახლს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, წავალ და თქვენ ეს იცით, მაგრამ ამის გაკეთება ძნელია, რადგანაც არჩევნები მასიურად გაყალბდა", - აღნიშნა ტრამპმა.

ამერიკული მედიის მონაცემებით, ჯო ბაიდენმა არჩევნებში კოლეგიის წევრთა 306 ხმა მოიპოვა, ტრამპმა კი - 232. ბაიდენს საერთაშორისო საზოგადოებამ აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა უკვე მიულოცა.

მოქმედი პრეზიდენტი კი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს, თუმცა საკუთარ ადმინისტრაციას ხელისუფლების გადაცემისთვის მომზადება უკვე დაავალა.