კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს შესაძლოა სტომატოლოგიური პრობლემები შეექმნათ. ამის შესახებ გამოცემა New York Times წერს.
ექსპერტების თქმით, ზრდასრულ ადამიანთა 47%-ს პაროდონტოზის სხვადასხვა ფორმა აქვს, რასაც Covid 19-ით გამოწვეული გართულებები სავარაუდოდ კიდევ უფრო ამძიმებს.
პაციენტები, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, ხშირად კბილებს კარგავენ, რაც ხშირ შემთხვევაში სისხლდენის გარეშე ხდება.
ეს კი იმის მანიშნებელია, რომ კორონავირუსი ღრძილებსა და სისხლძარღვებზე ახდენს გავლენას, თუმცა როგორც NYT წერს, ეს მხოლოდ დაკვირვების საფუძველზე გაკეთებული დასკვნებია და საფუძვლიანი გამოკვლევები ამ მიმართულებით ჯერ არ ჩატარებულა.