ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოსვკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ახალი მთავრობა რუსეთთან დადებულ შეთანხმებებს გადახედავს.
„რაზეც არ უნდა შეთანხმდეს ალექსანდრე ლუკაშენკო, მან ბელარუსი ხალხის მხარდაჭერა დაკარგა. ეს კი ნიშნავს, რომ ახალი მთავრობა ყველა მის გარიგებას გადახედავს და გააუქმებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს, თუმცა ბელარუსის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ვაჭრობის საგანი არ შეიძლება იყოს“, - განაცხადა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.