ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება იაპონიის მესამე რეგიონშიც დაფიქსირდა

ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება იაპონიის მესამე რეგიონშიც დაფიქსირდა

იაპონიის ერთ-ერთ რეგიონში ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქება დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

დაავადების კერა ჰიოგოს პრეფექტურის ქალაქ ავაძიში დაფიქსირდა. სანიტარული ზომების ფარგლებში პრეფექტურის ხელისუფლება ადგილობრივ მეფრინველეობის ფაბრიკაზე ქათმების მოკვლას გეგმავს. სავარაუდოდ ინფიცირებული ფრინველების ლიკვიდაცია 400-მდე სამხედროს დაევალა.

მანამდე ფრინველის გრიპის ეპიდაფეთქებები კაგავისა და ფუკუოკის პრეფექტურებში დაფიქსირდა, რის გამოც ორ რეგიონში დაახლოებით 1,2 მილიონი ქათამი მოკლეს.