ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს

ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს

„დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებმა, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში 80 მილიონზე მეტი ხმა მიიღეს, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიაში აბსოლუტური რეკორდია.

ბოლო მონაცემებით, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა 80 033 996 ხმა მიიღეს, ხოლო დონალდ ტრამპმა და მაიკ პენსმა - 73 878 907 ხმა.

9 ნოემბერს დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ბილ სტეპინმა აღნიშნა, რომ რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.

ამერიკული მედიის პროგნოზით, 3 ნოემბრის არჩევნები აშშ-ში ჯო ბაიდენმა მოიგო. მას ახლა კოლეგიაში 306 ხმა აქვს, რაც ხმების საჭირო რაოდენობას (270) აღემატება.