სომხეთის სამხედრო პოლიცია ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

სომხეთის სამხედრო პოლიცია ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს

სომხეთის სამხედრო პოლიცია მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებს ცეცხლსასროლი იარაღის ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საბრძოლო მოქმედებების დროს უამრავმა მოქალაქემ დადგენილი წესით საბრძოლო იარაღი და მასალები მიიღო, რის შემდეგაც ისინი საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრნენ, თუმცვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ იარაღი არ დაუბრუნებიათ.

„სამხედრო პოლიცია კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც მობილიზაციის ფარგლებში ან სხვა საფუძველზე სამხედრო სამსახურში გამოიძახეს, ნებაყოფლობით ჩააბარონ იარაღი და საბრძოლო მასალები, რომელიც საბრძოლო მოქმედებების დროს მიიღეს ან სხვა გზით მოიპოვეს“ , - აღნიშნულია განცხადებაში.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.