აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მადლიერების დღისთვის ორი ინდაური შეიწყალა. ინდაურების შეწყალების ტრადიციული ცერემონია თეთრი სახლის ეზოში გაიმართა.
ინდაურების ეროვნულმა ფედერაციამ ცერემონიისთვის ორი ინდაური, „კორნი” და „კობი” წარადგინა.
„ამ ინდაურს მაგრად გაუმართლა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.