მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი ოფიცერი დაიჭრა, ხოლო აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი ოფიცერი დაიჭრა, ხოლო აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა

მთიან ყარაბაღში ნაღმის აფეთქების შედეგად რუსი ოფიცერი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა.

ინციდენტი სოფელ მადაგიზთან მოხდა, როდესაც რუსი მშვიდობისმყოფელების ჯგუფი, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისა და მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების მართვის „სამინისტროს“ წარმომადგენლები დაღუპულთა გვამებს ეძებდნენ.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.