დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა

დონალდ ტრამპი ხელისუფლების გადაცემის პროცესის დაწყებას დათანხმდა. მისი განცხადებით, ფედერალურმა სააგენტომ, რომელიც ხელისუფლების გადაცემის პროცესს უძღვება, „ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც გასაკეთებელია“.

„მინდა, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო სერვისების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ემილი მერფის ჩვენი ქვეყნის ერთგულებისთვის. მას ავიწროებდნენ, აშინებდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ. მე არ მსურს, რომ ეს ხდებოდეს. ჩვენი საქმე გრძელდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ. ამის მიუხედვად, ამ ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რეკომენდაციას ვაძლევ ემილის და მის გუნდს, გააკეთონ ყველაფერი, რაც გასაკეთებელია პროტოკოლის მიხედვით. ანალოგიურ რეკომენდაციას ვაძლევ ჩემს გუნდს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“გვერდზე.

თეთრი სახლის ლიდერმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც სახელმწიფო სერვისების სააგენტომ ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა.