„არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კონსტიტუციისა და სამართლის ხარჯზე, შერიგების ფორმულა გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და სამართალი“

„არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კონსტიტუციისა და სამართლის ხარჯზე, შერიგების ფორმულა გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და სამართალი“

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის აზრით, შერიგების ფორმულაა ტექნიკური პარლამენტის შეკრება, რომელიც ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს შემოდგომაზე ადგილობრივ არჩევნებთან ერთად. სამადაშვილის თქმით, სწორედ ეს კომპრომისი გადაარჩენს მხარეებს.

სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება არაა. პირიქით, ერთპარტიული პარლამენტი ყველას წარუმატებლობას ნიშნავს. „ქართული ოცნება“ დაზიანდება ერთპარტიული პარლამენტით, მაგრამ არც ისე დაზარალდება, რომ ხელისუფლების შენარჩუნება 2021 წლის არჩევნებამდე ვერ მოახერხოს. ამიტომ სამადაშვილი გამოსავალს სთავაზობს ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნებისთვის ბრძოლას, ამ არჩევნების მოგებას და ამის საფუძველზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნას. სამადაშვილს იმედი აქვს, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები რაიმე „აზრიანით დასრულდება“, რადგან ალტერნატივა „ბნელი და უპერსპექტივოა“.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტიძეც შერიგების ფორმულას სთავაზობს მხარეებს. მისი თქმით, ოპოზიცია ორი წლით უნდა შევიდეს პარლამენტში, ხელისუფლება კი დათანხმდეს 2022 წელს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პროპორციულ წესს.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ოპოზიცია საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. ერთი შეხედვით, ისინი შერიგების ფორმულას გვთავაზობენ და ამ დროს შეურიგებლობის მანიფესტს აწერენ ხელს.

„სალომე სამადაშვილის შემოთავაზებები გასაგებია, მაგრამ სამადაშვილსაც შინაგანი წინააღმდეგობა აქვს. ვინც რაციონალურად აზროვნებს, ცხადია, ის ხედავს, რომ ეს არის ჩიხი. გამოსავალი აქედან არ არის, მაგრამ არც სამადაშვილს არ აქვს პოლიტიკური გაბედულება, ნაცობა მთლიანობაში უარყოს. რაც შეეხება ნიკა ჩიტიძის შერიგების ფორმულას, არანაირი კომპრომისი არ შეიძლება კონსტიტუციისა და სამართლის ხარჯზე. შერიგების ფორმულა გახლავთ საქართველოს კონსტიტუცია და სამართალი, ყველა ვალდებულია, ამას დაემორჩილოს. შერიგების სხვა ფორმულა ცივილურ ქვეყანას არ აქვს“,-აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.

,,კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი შერიგების ფორმულებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ოპოზიციაში მსგავს რამეზე საუბარი არ ყოფილა. For.ge-სთან საუბრისას თაკო ჩარკვიანი ინტერესდება, რას სთავაზობს ხელისუფლება ოპოზიციას?

„ჩვენ ხომ არ გვაქვს არჩევნები ქვეყანაში და საბჭოურ მდგომარეობაში ვიმყოფებით?! ჩვენ იგივე მოთხოვნები წარვადგინეთ ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. რაც შეეხება სალომე სამადაშვილის სტატუსს, ოპოზიციასაც კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ძალიან ცუდია, როცა ერთპარტიული სისტემაა და სსრკ-ია. მაგრამ ამაზე ცუდია, როდესაც ხელს აწერ სახელმწიფოს მიტაცებას და უფორმებ ტოტალურ გაყალბებას ხელისუფლებას. ოპოზიცია და ხალხი აღმოვჩნდით ცუდის და უარესის წინაშე. უარესი და ნომერ პირველი უბედურება და სახელმწიფოებრივი ღალატი გახლავთ, ხელი მოაწერო ტოტალური გაყალბების აღიარებას. სახელმწიფოს მიტაცების გაფორმებაზე ოპოზიცია არ წავა. მე ცოტა გავღიზიანდი სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, განა სხვამ არ იცის ოპოზიციაში, რაზეც ის საუბრობს? მხოლოდ თვითონ იციან თანამედროვე პოლიტოლოგია და დიპლომატია? რატომღაც დიპლომატია ბევრს მხოლოდ კაპიტულაცია ჰგონია. ამ დროს საკუთარი სახელმწიფოს ხარჯზე კაპიტულაციას ძალიან ცუდი სახელი აქვს და ამას არასდროს მივემხრობი“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა და განმარტა, თუ როგორ ესახება საკუთარი თვალით დანახული შერიგების ფორმულა.

ჩარკვიანის თქმით, ეს ბერკეტი ახლა ხელისუფლების ხელშია, მან უნდა იფიქროს რეფორმირებულ სამართლებრივ სისტემაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თაობებს შევთავაზებთ საბჭოურ სივრცეში ცხოვრებას.

„ხომ ნახეთ, რა აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტმა? პირდაპირ გვითხრეს, კლანია სასამართლოშიო. მე ვსვამ ლეგიტიმურ კითხვას, თუკი დასავლეთი ხმამაღლა საუბრობს სასამართლოში კლანზე, მაშინ ჩვენ რომ არჩევნების სისტემის შეცვლასა და დანიშვნას ვერ მივაღწევთ პარლამენტში, ეს ხომ ცხადია. კომისიას თუ შევქმნით პარლამენტში, ის კომისია ხომ დაბრუნდება სასამართლოში? ამ დროს კი დასავლეთი გვეუბნება, სასამართლოში კლანია და, ამავდროულად, მაინც შედით პარლამენტშიო, ამით ხომ წინააღმდეგობაში მოდის დასავლეთი?!“ - მიიჩნევს თაკო ჩარკვიანი.

 

Maverick არავითარი კომპრომისი!
17 წელია გოთვერანი მიშას ჭკუაზე გვატარებს ჩათლახი ოპოზიცია, თუ არ შევლენ პარლამეტში თავში ქვა უხლიათ, მუცელში სამართებელი და ტრAKში სარი.
დარჩება ერთპარტიული პარლამენტი?
დარჩეს!
ამ ჩათლახების მოსმენა და ყურება დასრულდება!
ირბინონ ქუჩაში და ურტყან კრუგები, ვნახავთ რასაც მოიმკიან, ხალხიც გაერთობა მათი კლოუნობით.
4 წლის უკან
არაგველი641 Maverick, მინდა გავიმეორო თქვენი სიტყვები რადგანაც ძალიან მომეწონა:
არავითარი კომპრომისი!
17 წელია გოთვერანი მიშას ჭკუაზე გვატარებს ჩათლახი ოპოზიცია, თუ არ შევლენ პარლამეტში თავში ქვა უხლიათ, მუცელში სამართებელი და ტრAKში სარი.
დარჩება ერთპარტიული პარლამენტი?
დარჩეს!
ამ ჩათლახების მოსმენა და ყურება დასრულდება!
ირბინონ ქუჩაში და ურტყან კრუგები, ვნახავთ რასაც მოიმკიან, ხალხიც გაერთობა მათი კლოუნობით.
4 წლის უკან