სასამართლომ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში არჩევნების შედეგის გადახედვაზე უარი უთხრა

სასამართლომ დონალდ ტრამპს პენსილვანიაში არჩევნების შედეგის გადახედვაზე უარი უთხრა

პენსილვანიის შტატის სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იურისტების სარჩელი შტატში არჩევნების შედეგის გადახედვის შესახებ არ მიიღო. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ტრამპის ადვოკატები ფოსტით მოსული ათასობით ბიულეტენის გაბათილებას ითხოვდნენ და უკვე განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ და საჭიროების შემთხვევაში უზენაეს სასამართლომდეც მივლენ.

პენსილვანიის შედეგებს საბოლოოდ სავარაუდოდ 23 ნოემბერს დაამტკიცებენ. ეს ერთ-ერთი იმ შტატებიდან, გამარჯვებული ჯო ბაიდენის უპირატესობა მცირე იყო. დემოკრატმა კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, ტრამპმა კი 232.

ხმების გადათვლის აკრძალვამ პენსილვანიაში ტრამპს არჩევნების გამარჯვების შანსი პრაქტიკულად არ დაუტოვა. ეს იმ შემთხვევაშიც შეუძლებელია იქნება, თუ მოქმედი პრეზიდენტის მიერ შეტანილი სხვა სარჩელები დაკმაყოფილდა.

მოსამართლეებმა ტრამპის იურისტების უკვე 30-მდე ანალოგიური სარჩელი არ მიიღოს, მათ მხოლოდ 2 ასეთი მოთხოვნა დააკმაყოფილეს, რომელიც მცირე ოლქებში ხმის მიცემას ეხებოდა.