„როდემდე შეიძლება ერთმა ადამიანმა ფეხზე დაიკიდოს ამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ისინიც ვერ მიხვდნენ ფეხებზე დაკიდების ამ პოზიციას?!“

„როდემდე შეიძლება ერთმა ადამიანმა ფეხზე დაიკიდოს ამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ისინიც ვერ მიხვდნენ ფეხებზე დაკიდების ამ პოზიციას?!“

იმის მიუხედავად, რომ გაერთიანებული ოპოზიცია საკუთარ გადაწყვეტილებაზე ჯიუტად დგას და ბოიკოტის რეჟიმი არც 21 ნოემბრის არჩევნებზე არ დაარღვია, ოპოზიციის ამომრჩეველი არჩევნებზე ხმის მისაცემად მაინც მივიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების პოზიცია და სურვილები აბსოლუტურად განსხვავებულია და აქედან გამომდინარე, ოპოზიცია გზადაგზა კარგავს თანამოაზრეებს. იქნება თუ არა პარლამენტი ერთპარტიული, შეიცვლის თუ არა ოპოზიციის ნაწილი პოზიციას და ვის აწყობს რევოლუცია, for.ge-სთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აფასებს:

რამაზ საყვარელიძე: ოპოზიციის პროტესტს პირველად არ ვხედავთ. ეს მაინც ემოციის შედეგია და მერე რაციონალური გათვლის. მათ ჩიხურ სიტუაციაში ამყოფებს ეს ამდენი პროტესტი. რაც შეეხება იმას, რომ ამომრჩეველი მივიდა, იცით, ჩვევაც აქვს ამა თუ იმ ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლის. ამერიკაში, მაგალითად, მთელი შტატებია და იციან, რომ ეს შტატი დემოკრატებს აძლევს ხმას, ეს რესპუბლიკელებს და ასე შემდეგ. ანალოგიური ჩვევა, ალბათ, აქაც მოქმედებს. მით უმეტეს, რომ მკაფიოდ არ იყო ამ ბოიკოტის შესახებ ნათქვამი. ჩემი მეგობარი ამ არჩევნების დროს შეესწრო საუბარს ქალბატონებს შორის, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციის მხარდამჭერები იყვნენ, აი, დაინიშნა ხელახალი არჩევნები, ხომ გავიმარჯვეთო და მიდიოდნენ ხმის მისაცემად. ანალოგიური მოვლენები ალბათ ხდება იმის მიზეზი, რომ გროვდება ხმები იმათთან, ვისაც ბოიკოტი აქვს გამოცხადებული.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია უკვე თავისივე თავდაპირველი პოზიციის ტყვეა, ხედავს, რომ ეს ბოიკოტი და პარლამენტში შესვლაზე უარის თქმა არ აღმოჩნდა შედეგის მომტანი და უკანდახევაც არ უნდა გარკვეული მიზეზების გამო, მას პასუხისმგებლობა აქვს თავის ამომრჩევლის წინაშე აღებული...

- თავის თავს შეუქმნა ამით ოპოზიციამ სირთულეები. ალბათ, ისევ და ისევ, თავისი ემოციურობის გამო, თორემ, ახლა მას გამოუვალი მდგომარეობა აქვს. იძახიან, არ მივიღებთ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რომ არ „გავაპრავოთ“ უკანონო არჩევნებიო, გამოდის, რომ 2024 წლის არჩევნებშიც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, ისიც ხომ „ოცნების“ მიერ იქნება დანიშნული და ორგანიზებული?! თუ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა რა გარანტია აქვთ, რომ პრეტენზიები არ გაუჩნდებათ, რადგანაც დიდი შანსია, რომ ის ხმებიც ვერ მიიღონ, რაც აქამდე მიიღეს, მით უმეტეს პატარა პარტიებმა?!

რაც შეეხება ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნას, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ეს მოთხოვნა პანდემიისა და ასეთი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის პირობებში, და საერთოდ, რისი მომცემი იქნება ოპოზიციისთვის ეს არჩევნები?

- ბევრი რამ გვიჩვენებს, რომ ქვეყანა დიდად არ ადარდებს ოპოზიციას. გარდა იმისა, რომ მიტინგები იყო კოვიდის პირობებში ძალიან სახიფათო, ასევე ცალკეული გამონათქვამები გავიხსენოთ, მაგალითად ნანუკა ჟორჟოლიანის გამონათქვამი გავრცელდა, რომ ეკონომიკა რომ დაეცემა ჩვენ ვიჯდებით და პოპკორნს შევჭამთო და ასე შემდეგ. ესეც რომ გავიტანოთ მსჯელობის ფარგლებს გარეთ, არ ადარდებთ ხალხის ბედი. არაფრის მომცემია მათთვის არჩევნების დანიშვნა. ჯერ ერთი, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას საბაბი უნდა, ან ბიუჯეტი არ უნდა დამტკიცდეს, ან მინისტრთა კაბინეტი არ უნდა დამტკიცდეს. ე.ი. არ უნდა დაამტკიცოს ვინ, „ოცნებამ“? თავისივე მინისტრთა კაბინეტი და თავისივე ბიუჯეტი? ამის მოთხოვნა სრულიად გაუგებარია, მით უმეტეს, რომ, პრაქტიკულად, არანაირ საბუთს იმისას, რომ არჩევნების დროს დარღვევებს ჰქონდა ადგილი, რეალურად ოპოზიცია არ იძლევა. ის რამდენიმე ბიულეტინი, რომელსაც აფრიალებენ, არ ნიშნავს, რომ რაოდენობა იყო იმ ხარისხის დარღვევებისა, რომ პოლიტიკური სურათი შეეცვალა. ამაზე ისიც მიგვითითებს, რომ წინასწარი სოციოლოგიური გამოკვლევები, მათ შორის ოპოზიციის მიერ ჩატარებული, ზუსტად იგივე შედეგს იძლევა, რაც არჩევნებში იქნა მიღებული. ისე რომ, მათი პროტესტის საფუძველი გაუგებარია. პროტესტის საფუძველი თუ გაუგებარია, ამ გაუგებრობის გამო, ხელისუფლება რომ წავიდეს დათმობაზე და დანიშნოს არჩევნები, უკვე ხელისუფლება დაკარგავს თავის მხარდამჭერებს, რადგან მხარდამჭერებში იქნება იმედგაცრუება, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია პრინციპული ხაზის გატარება. ყოველივე ამის ფონზე, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა, როცა ხელზე არანაირი საბუთი არ გაქვს და მარტო იმითი გინდა გაიტანო, რომ აგრესიული ხარ, შესაძლებელი იქნებოდა ხალხის დიდი რაოდენობით მობილიზაციის შემთხვევაში, რადგან ნებისმიერი ხელისუფლება უკან დაიხევდა იმისთვის, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია არ მომხდარიყო. ოპოზიციის მიერ შეკრებილი ხალხი დესტაბილიზაციის პირობა არ არის, რაიონებიდან ჩამოყვანილი ადამიანებით ოპოზიცია ძლივს ახერხებს რუსთაველის პროსპექტის გადაკეტვას. დაუთმობენ რუსთაველის პროსპექტს და არ მიაქცევენ ყურადღებას. თავის დროზე ანალოგიურად მოიქცა სააკაშვილი, როდესაც კარვების ქალაქი გაიშალა რუსთაველზე, მან გვერდი აუარა დაპირისპირებას და კარვების ქალაქის მუხტი თავსთავად ჩაქრა. ასე ჩაქრება ამათი მუხტიც, უსასრულოდ მუხტს ვერ შეინარჩუნებ ასეთი არადამაჯერებელი არგუმენტების ფონზე.

მომავალი პარლამენტი როგორი იქნება, დარჩება ერთპარტიული თუ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი შეიცვლის გადაწყვეტილებას?

- არის ლაპარაკი იმაზე, რომ შეიძლება ზოგიერთმა პარტიამ გადახედოს თავის პოზიციებს და შევიდეს. მე მგონი აქვს ამას საფუძველი იმიტომ, რომ რეალურად, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობის“ ინტერესია, რომ ბოიკოტი შენარჩუნდეს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აიღო თავისი საკმაოდ დიდი პროცენტები საიმისოდ, რომ ნომერ პირველი ოპოზიციური პარტიის სტატუსი ისევ ჰქონდეს. ყველა სხვა პარტიამ აიღო შედარებით მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შედეგები საიმისოდ, რომ პარლამენტისა და საბიუჯეტო დაფინანსება ჰქონდეთ. ერთადერთი, ვინც ახლა საპროტესტო მუხტი წამოწია, არის მიხეილ სააკაშვილი. სააკაშვილს აწყობს რევოლუცია, მას არ აწყობს ოთხი წლით მოცდა, იმიტომ, რომ არ იცის რა მდგომარეობა ექნება უკრაინაში და უნდა, იპოვოს ისეთი დასაყრდენი საქართველოში, რომ მას არაფერი დაემუქროს. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს პარტიები გაახელენ თვალს, დაფიქრდებიან, საკუთარ ინტერესებს წამოწევენ წინა პლანზე და გადაწყვეტენ, ერთი კაცის ანგარიშის გაწევა თუ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების ანგარიშის გაწევა არის მათი ამოცანა. ამიტომ, შეიძლება გაჩნდნენ პარტიები პარლამენტში.

თვითონ სააკაშვილის პერსონა თავად ოპოზიციაშიც უკვე დისკრედიტირებულია, უბრალოდ, ეს საჯარო სახეს არ იძენს იმის გამო, რომ ამომრჩეველში მუხტი და ერთიანობის განცდა შეინარჩუნონ. აქედან გამომდინარე, თუნდაც ჩამოვიდეს სააკაშვილი, ოპოზიციისთვის თუ იქნება მისი ლიდრობა მისაღები?

- გეთანხმებით, რომ თავად ოპოზიცია ბევრ კრიტიკულ აზრს გამოთქვამს ოღონდ, გაუბედავად. ლოგიკურადაც მისაღები არ უნდა იყოს სააკაშვილი იმიტომ, რომ ფაქტობრივად, სააკაშვილმა მთელი პოლიტიკური სპექტრის ინტერესები უგულებელყო. თავისი პარტიის ინტერესებიც ასევე უგულებელყო და პარტნიორი ოპოზიციური პარტიების ინტერესებიც. როდემდე შეიძლება ერთმა ადამიანმა, ფეხზე დაიკიდოს ამდენი პოლიტიკური ორგანიზაცია და ის პოლიტიკური ორგანიზაციები დიდხანს იყვნენ მისი ერთგულები და ვერ მიხვდნენ ფეხებზე დაკიდების ამ პოზიციას?!

 

Temo ბრავო, ბატონო რამაზ! ზუსტი ანალიზი და შეფასებებია. როდემდე უნდა იცეკვონ ამ პატარა პარტიებმა სააკაშვილის დაკრულზე?! მათ ხმები იმიტომ აიღეს, რომ მათ ამომრჩეველს უნდოდა მესამე ძალის ჩამოყალიბება, ისინი კი სააკაშვილს უკმევენ. ამბობენ, არ გვინდა სააკაშვილიო, მაგრამ მის მიერ ნაკარნახებ გზას მიყვებიან. ვიცი უამრავი ადამიანი, რომელმაც ამ "მესამე ძალის" პარტიებს მისცა ხმა და, მათი შემყურე, დღეს ნანობს თავის საქციელს. ახლა ამ პარტიებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა, გახდნენ მართლა მესამე ძალა, გაემიჯნონ სააკაშვილის პოლიტიკურ ავანტიურას და შევიდნენ პარლამენტში ოცნების მკაცრი და პრინციპული ოპონირებისთვის, თორემ, მგონი, ნაცები შეასწრებენ პარლამენტში და ისევ მაჩანჩალებად დარჩებიან.
4 წლის უკან
ზაზა შევეცი შენ დედას და ზედ ყველა პატარა პარტიას
4 წლის უკან
არაგველი641 Temo - სრულ სიმართლეს ამბობთ!
4 წლის უკან