აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის კანდიდატი უკვე შეარჩია. გამოცემა The Hill-ის ინფორმაციით, ქვეყნის მთავარი დიპლომატის პოსტს ტონი ბლინკენი დაიკავებს.
ბლინკენთან ერთად სახელმწიფო მდივნობის პოსტზე კანდიდატებად კრის კუნსი და კრის მერფიც განიხილებოდნენ.
2015-2017 წლებში ბლინკენი სახელმწიფო მდივნის მოადგილედ მუშაობდა, 2009-2013 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი იყო.
საერთაშორისო საზოგადოებამ ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად უკვე აღიარა, თუმცა თეთრი სახლის მოქმედი ლიდერი დონალდ ტრამპი არჩევნების შედეგებს ამ დრომდე არ ცნობს.