გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ მანამ, სანამ ლუკაშენკო ოპოზიციასთან დიალოგზე არ წავა, ევროკავშირი ბელარუსის ხელისუფლებაზე წნეხს თანმიმდევრულად გაზრდის.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ სასანქციო სიაში ალექსანდრე ლუკაშენკოს გარემოცვის წევრებიც მოხვდებიან.
„მანამ, სანამ მინსკიდან კონსტრუქტიული რეაქცია არ წამოვა, ჩვენ წნეხის გაზრდის შესაძლებლობას განვიხილავთ“, - აღნიშნა ჰაიკო მაასმა.
6 ნოემბერს ევროკავშირმა ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს და 14 ბელარუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა.
საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში 9 აგვისტოდან გრძელდება, მას შემდეგ რაც საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს გამარჯვების შესახებ განაცხადეს. ყველაზე მასობრივი დემონსტრაციები კვრაობით იმართება.