ოპოზიციის სრული კრახი და დასავლეთის მხრიდან მკაფიო გზავნილი - ოპოზიცია პარალმენტში უნდა შევიდეს, რადგან ქუჩის აქციებს, რევოლუციურ სცენარს ამერიკა მხარს არ დაუჭერს. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ოპოზიციასთან შეხვედრა არ მოისურვა, თუმცა ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, რომ მისი მოადგილე შეხვედროდა. ამის მიუხედავად, ოპოზიციისთვის შედეგი არ შეცვლილა - ამერიკა კვლავ მოუწოდებს ოპოზიციას შეწყვიტოს პარლამენტის ბოიკოტირება და საკუთარი ამომრჩევლის ნება შეასრულოს.
რა გზა რჩება ოპოზიციას გააგრძელოს ქუჩის აქციები ისე, რომ მხადაჭერა არ ექნება არც მოსახლეობის დიდი ნაწილსიგან და არც დასავლეთისგან, თუ პარლამენტში შევიდეს ისე, რომ სახე შეინარჩუნოს და საკუთარ ამომრჩეველთან თავი სამართლებელი არ ჰქონდეს?
ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ პომპეოს გზავნილი ნათელია, ამერიკისთვის ახლა საქართველო რეგიონში მთავარი დასაყრდენია და არ სურს, რომ შიდა პოლიტიკური რყევები იყოს. მათი აზრით, ამ გადმოსახედიდან ოპოზიცია ჩიხშია, მას ყველა გზა მოეჭრა და დარჩა ერთი, რომ პირდაპირ რევოლუციურ სცენარით წავიდნენ. ამით კი ქვეყანას გადაიყოლებენ და თავადაც როგორც პოლიტიკოსები დასრუდებიან. მათ საზოგადოების მხრიდან მხადაჭერა არ აქვთ და ქვეყანაში მაშინ პროცესები უმართავი გახდება.
„მხარს ვუჭერთ ოპოზიციის ბრძოლას პარლამენტის შიგნით და არა ბოიკოტს“, - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრეს. მათ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდეს, ცვლილებებისთვის პარლამენტიდან იბრძოლონ და საარჩევნო დარღვევები კანონიერი გზებით გააპროტესტონ.
სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში არაერთხელ ჩატარდა არჩევნები, დარღვევები კი მუდმივად ერთი და იგივეა: ხმების მოსყიდვა, დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რაც იმით გამოიხატება, რომ საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ ხმებს მოქმედი ხელისუფლებისთვის.
თუმცა იქვე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი აცხადებს: „ჩვენ ხელს ვუწყობთ ოპოზიციას, იბრძოლოს ცვლილებებისთვის პარლამენტში, კვლავ არ მიმართონ ბოიკოტის გზას. ჩვენ მოვუწოდებდით მათ, იბრძოლონ შიგნიდან. თქვენ არჩეულნი ხართ თქვენი მომხრეების მიერ, რომ შეხვიდეთ პარლამენტში და შეიტანოთ ცვლილებები.
ბოიკოტი იგივეა, რაც უკვე ნანახი ფილმის ნახვა. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ საარჩევნო ცვლილებები, რომლის საფუძველზეც შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება“, - აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები.
4 ოფიციალური შეხვედრა სამი საათის ინტერვალში და არც ერთი პრესკონფერენცია - ასეთი იყო თბილისში მყოფი ამერიკის სახელმიწფო მდივნის დღევანდელი დღის განრიგი. ამერიკის სახელმწიფო მდივნის პირდაპირი გზავნილია, რომ ის საქართველოს პარტნიორი და მეგობარია, რომელიც ყველა ასპექტში დაეხმარება.
პირველი შეხვედრა მაიკ პომპეომ ათონელის სასახლეში, პრეზინდეტთან გამართა, ამის შემდეგ გაიმართა აუდიენცია მთავრობის კანცელარიაში პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან, საიდანაც საპატრიარქოში გადაინაცვლა პატრიარქთან შესახვედრად. გამგზავრებამდე კი მაღალი რანგის სტუმარი არასამთავრობო სექტორს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ყველა შეხვედრას ესწრებოდა კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
მაიკ პომპეოს არ გაუმართავს შეხვედრა ოპოზიციურ და მმართველ პარტიებთან, ასევე მისი განრიგი, ისევე როგორც პარიზსა და სტამბოლში არ მოიცავდა ბრიფინგებს მედიისათვის.
საქართველოში ვიზიტით მყოფმა მაიკ პომპეომ საკუთარი ტურის ევროპული ნაწილი თბილისში დაასრულა.
დიპლომატიური წარმომადგენლობის განცხადებით სახელმწიფო მდივანი საქართველოს პრემიერსა და საგარეო უწყების ხელმძღვანელს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისა და ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების საკითხებზე სასაუბროდ შეხვდა.
„მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველო იმყოფება ჩინეთიდან მომდინარე ვირუსის გამოწვევის წინაშე. მას ერთად გავუმკლავდებით, ჩვენს ხალხს გავუფრთხილდებით და ეკონომიკას ავამუშავებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ქვეყნის, რეგიონისა და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასათან შეხვედრისას.
მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს 30 წლის განმავლობაში შესანიშნავი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებთ.
„ჩვენ შესანიშნავი მეგობრები ვართ უკვე 30 წელია. მხარს გიჭერთ დემოკრატიულ საკითხებში და ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება. ყველაფერს გავაკეთებთ მომავალშიც თქვენი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის მხარდასაჭერად, ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რაც მნიშვნელოვანია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის და ყოველივე იმისთვის, რაც მომდინარეობს ჯანსაღი დისკუსიიდან და დემოკრატიიდან. მადლობას გიხდით მასპინძლობისთვის. ვაფასებ ამ შესაძლებლობას და მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით“, - აღნიშნა მაიკლ პომპეომ.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა მაიკ პომპეოსთან გამართული აუდიენციის შესახებ twitter-ის გვერდზე დაწერა. გიორგი გახარია წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა, სადაც საუბარი შეეხო რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებს.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან იყო პროდუქტიული შეხვედრა, რომელმაც რუსული ოკუპაციის, რეგიონის გეოპოლიტიკის, შავი ზღვის უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები დაფარა.
აშშ საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორია დემოკრატიის და კანონის უზენაესობის გაძლიერებაში. საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა არასოდეს ყოფილა უფრო დინამიური და ის განაგრძობს განვითარებას“, – წერს გიორგი გახარია twitter-ის გვერდზე.
ანალიტიკოსი ვახტან ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ პომპეოს განცხადება პირდაპირი მითითებაა, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და მათ ბოიკოტს მხარს ამერიკა არ უჭერს. ძაბირაძე ამბობს, რომ ფაქტობრივად, იგივე განცხადება ამერიკის საელჩომ, ეუთომ, ევროკავშირმა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა გააკეთეს. ამიტომც ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ ოპოზიციამ საკუთარი თავი ჩიხში თავადვე მოაქცია. ძაბირაძე დარწმუნებულია, რომ პომპეომ მოადგილე ოპოზიციასთან შესახვედრად იმიტომ დატოვა, რათა კიდევ ერთხელ მკაფიოდ და გასაგებად განუმარტოს, რომ ისინი პარლამენტში უნდა შევიდნენ.
„ამერიკა ეცდება ოპოზიცია დაარწმუნოს, რომ მათთვის, ქვეყნისთვის და ხალხისთვის ჯობია, რომ პარლამენტში შევიდნენ. უბრალოდ, ვერ ვხედავ ოპოზიცია ბოიკოტით რას მოელის. რაიმე რეალურ ცვლილებებს ქუჩიდან ვერ შეძლებენ. უბრალოდ, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთი მცდელობა 2008 წელს უკვე იყო და მაშინ ოპოზიციას დღევანდელისგან განსხვავებით, ხალხის უფრო დიდი მხადაჭერა ჰქონდა და მაინც ვერაფერს მიაღწია. ახლა კი რა შედეგს ელიან, როცა ქუჩაში ხალხი არ გამოდის?! მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა რომ მიეღოთ, როგორც დასაველთისგან ასავე ჩვენი მსოახლეობიდან კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას მიიღებდნენ და მანდატებსაც ხელისუფლებას მეტს წაართმევდნენ. ახლა ყველა მხრიდან ჩიხში არიან. ამ წარუმატებელი ქუჩის აქციებითაც იმ ხალხსაც გაანაწყენებენ, რომლებიც ქუჩაში მაინც გამოდიოდა. თუ ოპოზიციას 52%-ი მხარს უჭერს, მაშინ მაჟორიტარებში რაღაცას შეძლებდა. ასეთი კონფიგურაცია, რომელიც ახლა ოპოზიციამ პარალმენტში აიღო, რაც მე თავი მახსოვს, არ გვქონია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ქუჩის აქციები განსაკუთრებით დამღუპველი იმ პატარა პარტიებისთვის იქნება, რომლებმაც 3%-ზე მეტი ვერ აიღეს. ისინი 2024 წელს არჩევნებში ვერანაირ მხადაჭერას ვეღარ მიიღებენ. ძაბირაძე ამბობს, რომ თუ ეს პოლიტიკოსები იმას ვერ ხვდებიან, რომ ქუჩაში მათი რეიტინგის ზრდის პოტენციალი დაბალია, მაშინ პრეტენზია პოლიტიკოსობაზე არ უნდა ჰქონდეთ.
„საღი და ლოგიკური აზრი იმას მოითხოვს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამის ანალიზს აკეთებს თუ არა ვინმე, ეს უკვე ცალკე თემაა. როდესაც ამ პროცესში ჩართული ხარ, მაშინ ყველა ბერკეტი, მათ შორის საპარლამენტოც უნდა გამოიყენო. რატომ არ შეიძლება იყო პარლამენტშიც და ქუჩაც გამოიყენო, როდესაც ყველა ჩვენი პარტნიორი აღიარებს, რომ არჩევნები შედგა, ოპოზიციის აღიარება-არაღიარება რა შედეგს მოიტანს? თუ საუბარი ისევ რევოლუციურ სცენარზეა, არც ეგ გამოუვათ და კი ბატონო, ეცადონ. ერთადერთი რაც ოპოზიციას „უშველის“ „ოცნების“ მხრიდან რამე კატასტროფული შეცდომის დაშვება იქნება. ასეთი რამეს თუ იზამს, ამას ქვეყანა გადაყვება და მერე ოპოზიციამ რაც უნდა ის აკეთოს, ქვეყანას დაანგერევენ და ზიანი ისევ ხალხს მიადგება“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ პომპეოს მხრიდან მსგავსი მოწოდება, რომ ოპოზიცია პარალემნტში უნდა შესულიყო, მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ საქართველოში არჩევნები გარკვეული ხარვეზებით, მაგრამ კონკურენტულ გარემოში ჩატარდა. ამიტომაც ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ილუზიებს აჰყვა და ეგონა, რომ ხელისუფლებაზე დასავლეთი ზეწოლას მიიტანდა და რიგაგრეშე არჩევნები დაინიშნებოდა. მოლოდინი, რომ ივანიშვილს ვინმე თითს დაუქნევდა, არ გაუმართლდათ და საბოლოოდ თითი მათ დაუქნიეს.
„ადვილი მისახვდერი იყო, რომ ოპოზიციას პომპეო პარალამენტში შესვლისკენ მოუწოდებდა. ამიტომაც ოპოზიციას დასავლეთის ეს მოწოდება ილუზიებისგან გათავისუფლებაში თუ დაეხმარება, მათთვისვე კარგი იქნება. ოპოზიცია ხიბლში ჩავარდა და ეგონა, რომ აღშფოთებული დასავლეთი ერთპარტიულობის გამო ხელისუფლებას დაგმობდა. ხელისუფლებას რიგგარეშე არჩვენები რომ დაენიშნა, ეს პატარა პარტიები საერთოდ ვეღარ აიღებდნენ იმ ხმების ნახევარსაც კი, რაც ახლა აქვთ.
ერთადერთი, ახლა, თუკი უნდა ოპოზიციას, რომ სახე შეინარჩუნოს და საკუთარი ამომრჩევლის თვალში სულ არ დაკნინდნენ, თქვან, რომ პარლამენტში შედიან და დასავლეთის მოწოდებას ანგარიშს უწევენ. ხომ ამბობენ, რომ პროდასავლურები ვართო, ხოდა ახლა გაითვალისწინონ რასაც ისინი ეუბნებიან და ამ ჩიხიდან, რომელიც თავადვე შექმნეს, თავი დაიხსნან. სხვა გამოსავალი ახლა მათ არა აქვთ. საკმაოდ მძიმე სიტუაციაში არიან და იმდენს იზამენ, რომ 2024 წელს, შესაძლოა, ქვეყანას ის ოპოზიციაც აღარ ჰყავდეს, რაც ახლა ჰყავს“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ დასავლეთის რჩევით და მოწოდებით, ე.წ. პოლიტპატიმრები უგულავა და ოქრუაშვილი შეიწყალა. ეს კი თავის ამომრჩეველთან იმით ახსნა, რომ პარტნიორებს ანგარიში გაუწია. შესაბამისად იგივე ოპოზიციასაც შეუძლია გააკეთოს, თუკი ვინმეს საბოლოო ჯამში იქ გონიერება შერჩა და ნაციონალებს ბოლომდე არ ჩაყვება. საყვარელიძე ფიქრობს, რომ პატარა პარტიებისთვის სააკაშვილის დღის წესრიგით მოქმედება დამღუპველი იქნება.