უმარტივესი ტორტი 4 ინგრედიენტით და ცხობის გარეშე – მზადდება 5 წუთში

უმარტივესი ტორტი 4 ინგრედიენტით და ცხობის გარეშე – მზადდება 5 წუთში

ინგრედიენტები

ორცხობილა - 25 ცალი

რძე - 100 მლ

შესქელებული რძე 8.5 % - 5 სკ

არაჟანი 25 % - 5 სკ

მომზადების წესები

შესქელებული რძე და არაჟანი მოურიეთ მანამ, სანამ არ მიიღბთ ერთგვაროვან გლუვ მასას.

შეარჩიეთ საშუალო ზომის კონტეინერის ფორმა, შემოავლეთ და ჩააფინეთ სამზარეულოს პარკი, ეს მეთოდი დაგეხმარებათ ფორმიდან ტორტის უდეფექტოდ ამოსატანად. ორცხობილა ამოავლეთ რძეში და დაალაგეთ ფენა–ფენად. თითო ფენის შემდეგ წაუსვით გამზადებული კრემი და მიყევით ასე, თანმიმდევრულად. დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.

დაფხვენით დარჩენილი ორცხობილა, გადმოაპირქვავეთ მაცივარში შენახული ტორტი, წაუსვით ბოლო ფენას კრემი და მორთეთ დაფხვნილი ორცხობილით. სულ ეს არის, გემრიელად მიირთვით.