ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბების დაწყებას ვეტო დაადო

ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბების დაწყებას ვეტო დაადო

ბულგარეთმა ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკაბების დაწყებას ვეტო დაადო.

16 ნოემბერს ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, კრასიმირ კარაკაჩანოვმა განაცხადა, რომ ვეტოს გამოყენების მიზეზი ორ ქვეყანას შორის გადაუჭრელი ისტორიული დავებია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, როდესაც ჩრდილოეთ მაკედონია დავების მოგვარების ვალდებულებას აიღებს. როდესაც ეს საკითხები მოგვარდება, ჩვენ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას დავეთანხმებით“, - განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი იუწყება, ბულგარეთის მთავრობას სურს გარანტიები მიიღოს, რომ ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის ფაქტორს ტერიტორიული პრეტენზიებისთვის არ გამოიყენებს.

24 მარტს ევროკავშირის საბჭომ ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.