აშშ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას შეამცირებს

აშშ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას შეამცირებს

აშშ ავღანეთსა და ერაყში სამხედრო კონტინგენტის რაოდენობას შეამცირებს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა, კრისტოფერ მილერმა განაცხადა.

„პრეზიდენტი ტრამპის განკარგულების შესაბამისად, 2021 წლის 15 იანვრისთვის ჩენი ძალები ავღანეთში 2.5 ათასს სამხედროს შეადგენს, ხოლო ერაყში კი ასევე 2.5 ათასს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა.

ამჟამად ავღანეთში 4.5 ათასი ამერიკელი სამხედროა დისლოცირებული, ხოლო ერაყში - 3 ათასი.

კრისტოფერ მილერის თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის პარტნიორებსა და კონგრესს ერაყიდან და ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.